გიორგი ქადაგიძე: ისეთი პატარა ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად გაცვლითი კურსის გამყარება
08-09-2015, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ისეთი პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, თითქმის შეუძლებელია გაცვლითი კურსის ხელოვნურად გამყარება.


ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" დისკუსის დროს განაცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, რეგიონში ყველა ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური შოკი.


"ჩვენი ექსპორტი შემცირდა, ასევე შემცირდა ძირითადი დაფინანსების წყაროები, შედეგად ჩვენი ვალუტაც გაუფასურდა, ვერ შეძლო დისბალანსის ამოქაჩვა, რადგან საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებულია. 60% მოსახლეობის სესხები აქვს უცხოურ ვალუტაში და ამ დროს შემოსავალი  - ადგილობრივ ვალუტაში. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ სიტუაციაში? რეალობაში ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება იქნება შემოსავლის ნაკადის დაბრუნება ისევ ქვეყანაში. ისეთი პატარა ეკონომიკისთვის,  როგორიც საქართველოა, თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად გაცვლითი კურსის გამყარება, დაფიქსირება. თუ დაიწყებ ამას, ეს ნიშნავს, რომ ბაზრის საწინააღმდეგოდ თამაშობ და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია. ათასობით მაგალითი გვაქვს ეკონომიკის ისტორიაში წარუმატებელი შემთხვევების. ისეთმა ქვეყნებმაც, რომელთაც აქვთ ძალიან მდიდარი რესურსი, მაგალითად ყაზახეთი და აზერბაიჯანი,   ვერ შეძლეს თავიანთი კურსის საკუთარი რეზერვებით შენარჩუნება და გამყარება. შედეგად მათაც მოუწიათ გაუფასურების ატანა, ანუ ეს არის ტენდენცია", - აღნიშნა ქადაგიძემ.


მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი, არის ის ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ.


"რა არის ჩვენი პოლიტიკის პასუხი და რამდენად კარგია ეს პასუხი, აქ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. თუ მე ახლა არ გამაჩერეთ, შემიძლია ორი კვირა განვაგრძო და ვისაუბრო ამაზე უწყვეტად", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი