[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტისა და ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ (ვიდეო)
14-02-2014, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                               

                                                  

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

 

 

მან საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი მარგველაშვილი კოჰაბიტაციის დასრულების თაობაზე წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულებას არ აპირებს.

 


"საქართველოს მოსახლეობამ უკვე დიდი ხანია, დაინახა, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება. ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხელისუფლებას შორის შეხმატკბილებულ ურთიერთობას ვხედავთ. ამ განცხადების საფუძველს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადება მაძლევს, სადაც ის საუბრობს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებას, რებრენდინგს გულშემატკივრობდა და წუხს, რომ ეს პარტია ამას ვერ ახერხებს.

 

 

ვფიქრობ, მისმა ამ განცხადებამ და "ნაციონალური მოძრაობის" ვერგაძლიერების გამო გოდებამ, უნდა მიგვაღებინოს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ისეთი პარლამენტი მოვითხოვოთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის განწყობას რეალურად ასახავს. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საკითხი უნდა დაისვას და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ ამაში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაარწმუნოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებულები არიან. ამასთან ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა.

 

 

"მარგველაშვილი გვარწმუნებდა, რომ 28 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდებოდა, თუმცა ამის სანაცვლოდ "ქართული ოცნება" აგრძელებს მცდელობას, ქვეყანაში ორპარტიული სისტემა ჩამოაყალიბოს. გასაკვირი არაა ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანაში სამართლიაონობის აღდგენა რატომ არ ხდება, დამნაშავეები რეალურად რატომ არ ისჯებიან, რატომ დადის სააკაშვილი და ყველას მორალს გვიკითხავს, რატომ არავის დაუბრუნდა საქართველოში წართმეული ქონება გარდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და ა.შ.", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 4
#4   andrushka
      
ამ ახვარკამ როდემდე უნდა გვაწავლოს ჭკუა. პუტინის ნასედკა. ახვრიშვილების ოჯახი.
18 თებერვალი 2014 03:05
#3   ამრიეტოკ
      
ხოდა ბურ ჯღანაზე რო მოვა ხელისუფლებაში და მისი დებილი ქმარი და "ვაჟკაცი" რომ დაიწყებს მართვას, ე, მაშინ აყვავდებით!
15 თებერვალი 2014 18:18
#2   ქეთინო
      
მოვითხოვ ვადამდელ საპარლამენტო აჩევნებს!!!!!!!!!!!!!!! ხალხი დავრჩით მოტყუებული. ახლანდელი პარლამენტარები არ იმსახურებს პარლამენტში ჯდომას და ჩვენი ხალხის ფულიდან აიღონ ხელფასები. სად არის დაპირებული სამართალიიიი???????????? რატომ არ სჯით დამნაშავე ნაცებს? თქვენ გგონიათ ხალხი გაჩერდება და არ მოგთხოვთ პასუხს? თქვენ დაამტკიცეთ რომ ხართ უუნარო და მოხვედით თქვენი ცხოვრების შესაქმნელად. ასე არ გამოვა, მოდით აზრზე სანამ დროა ჯერ კიდევ შეგიძლიათ გამოასწოროთ თქვენი შეცდომები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
14 თებერვალი 2014 18:34
#1   lia
      
ქვეყანას დღეს უკვე ხელისუფლება აღარ ყავს....ეს არის ხელისუფლება!!! რომელიც მოვიდა ხალხის მოტყუებით.... მგავსი მდაბიო და უუნარო ხელისუფლება ჩვენ არ გვყოლია....საზოგადოება მხარს უჭერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს!!!
14 თებერვალი 2014 11:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი