დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტახტზე ყოფნის რეკორდი დაამყარა და მანამდე არსებული რეკორდი მოხსნა, რომელიც მის დიდ ბებიას, დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა.
ელისაბედ მეორე უკვე 63 წელზე მეტია რაც დიდი ბრიტანეთის დედოფალია. ის ტახტზე 1953 წლის 2 ივნისს ავიდა. ხელისუფლებაში დედოფლის ყოფნის ვადა ამჟამად 23 226 დღეს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით ლონდონში საზეიმო ფეიერვერკი გაიმართება. თავად დედოფალი კი ამ დღეს შოტლანდიაში გაატარებს, სადაც მისი საქმიანი ვიზიტი შედგება.
მას შემდეგ, რაც 91 წლის საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ-საუდი გარდაიცვალა, 89 წლის ელისაბედ მეორე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მონარქიც გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.