უნგრეთი მიგრანტების უზარმაზარი ნაკადის შესაკავებლად საზღვარზე სამხედროების გაგზავნას გეგმავს
10-09-2015, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უნგრეთის მთავრობა სერბეთის საზღვარზე პოლიციის დასახმარებლად სამხედროების გაგზავნას გეგმავს. BBC -ის ცნობით, სერბეთიდან უნგრეთში ყოველდღიურად ათასობით მიგრანტი გადადის, რის გამოც უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება სასაზღვრო რეგიონში გაუარესებულია.


უნგრეთის არმიამ მომავალში საზღვარზე წესრიგის დაცვის მიზნით მომზადება უკვე დაიწყო. პარალელურად, უნგრეთის პარლამენტში იგეგმება სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების საკითხის განხილვა.


უნგრეთში, რომელიც მიგრანტებისთვის ერთგვარ ტრანზიტულ ქვეყნად იქცა, კვირის ბოლომდე დამატებით კიდევ 40 000 თავშესაფრის მაძიებელს ელოდებიან. ამ ქვეყანაში წელს 150 000 მიგრანტი ჩავიდა.


გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი უნგრეთის მთავრობას მოუწოდებს გააუმჯობესოს რეგისტრაციისა და მიგრანტების მიღების პროცედურები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი