გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 29% მხარს დაუჭერდა სამხედრო გადატრიალებას თავიანთ ქვეყანაში
12-09-2015, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონლაინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 29% სამხედრო გზით სახელმწიფო გადატრიალებას თავიანთ ქვეყანაში მხარს დაუჭერდა, მაშინ როცა 41 %-მა განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია მსგავსი რამისათვის მხარდაჭერა.

 

 

როგორც ბრიტანული "გარდიანი" იუწყება, გამოკითხვა YouGov survey -მ ჩაატარა. ორგანიზაცია ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა თემაზე პერიოდულად ახორციელებს გამოკითხვებს, მათ შორის პოლიტიკაზე, საზოგადოებრივ საქმეებზე, ბრენდებზე და პროდუქტებზე. ამჯერად კი ინტერნეტში ჩატარებულ გამოკითხვაში, ზემოთ აღნიშნულ საკითხზე, 1 000 ადამიანი მონაწილეობდა.

 


გამოკითხვით ასევე ირკვევა, რომ რესპუბლიკელების 43% სამხედრო გზით ძალაუფლების აღებას გარკვეულ შემთხვევებში მხარს დაუჭერდა, მაშინ, როცა დემოკრატების მხოლოდ 20% და დამოუკიდებლების 29% მიემხრობოდა იგივე ქმედებას.

 

 

მთლიანობაში მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა, როდესაც მონაწილეებს ჰკითხეს, "ჰიპოთეტურად დაუჭერდნენ თუ არა მხარს სამხედრო გზით ხელისუფლების შეცვლას იმ შემთხვევაში, თუ არჩეული ხელისუფლება დაიწყებდა კონსტიტუციის დარღვევას". 43-მა პროცენტმა ამაზე თქვა კი, 29-მ კი არა.

 

 

theguardian.com 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი