ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტონი აბოტი ტოვებს. "ბიბისის" ცნობით, მის ადგილს კომუნიკაციების მინისტრი, მალკოლმ ტერნბული დაიკავებს.
პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად აბოტმა მხოლოდ 44 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. მის კონკურენტს, ტერნბულს კი 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ტერნბული ფიცს მას შემდეგ დადებს, რაც აბოტი ოფიციალურად დაწერს განცხადებას და გადადგება.
ტერნბული ავსტრალიის მეოთხე პრემიერ-მინისტრი იქნება 2013 წლის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.