პროკურატურა ბაჩო ახალაიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
14-02-2014, 21:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

 


"დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა 2013 წლის 28 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას, რევაზ ჭარბაძისა და დავით ჭაკუას მიმართ, რომლითაც ბრალდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილნი პატიმრების მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით, ამნისტიის აქტის გამოყენების საფუძველზე განესაზღვრათ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 


2013 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ბაჩანა ახალაია შეწყალებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 


ამავე განაჩენით, ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულ პლატონ მამარდაშვილის ციხიდან უკანონო გაყვანის ფაქტს.

 


ბრალდების მხარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას გამართლების ნაწილში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრებს.

 

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას მიმართ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთათვის, სასჯელის მოხდის განმავლობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით უკანონო შეღავათების დაწესების ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი