სალომე ზურაბიშვილი: უკვე ხალხიც, რომელიც დიდ ხანს თვალს ამ რეალობას არ უსწორებდა, იძახის, "მეფე შიშველია!"
17-09-2015, 23:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას გათავისუფლებას Facebook -ით ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი. საგარეო საქმეტა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უგულავას საქმით, "სააშკარაოზე გამოიტანა თავისი უსუსურობა", რის გამოც "უკვე ხალხიც, რომელიც დიდ ხანს თვალს ამ რეალობას არ უსწორებდა, იძახის, "მეფე შიშველია!"


"იულიუს ცეზარი, როცა რუბიკონს გადალახავს რომაული რესპუბლიკა უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც აგონიაში შესულია!" მან საზღვრის გადალახვიდან 9 კვირაში დაამარცხა რომი და ააშენა რაც შემდეგ ცნობილი გახდა რომის იმპერიად.....


ალბათ ჩვენც გვჭირდებოდა რუბიკონის გადალახვა, რომ თავლნათლივ დაგვენახა, ძველის მოშორების გარეშე ახალი რომ არ აშენდება. ძველში იგულისხმება ორივე არსებული ძალა:
- ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა რომელიც ვერ გაცოცხლდება მხოლოდ ოცნების შეცდომებით და ოცნებების გაცრუებით; რაც არ უნდა დღეს ზეიმობდნენ თავიანთ ვითომცდა გამარჯვებას. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან რომ მათი "განახლების" და ერთადერთი შანსი სწორედ სასამართლოში იყო და დღეს გაიფანტა: სასამართლოს მიერ დამნაშავეთა და უდანაშაულოთა რიგების დაყოფა. თუ სასამართლომ ეს ვერ შესძლო მაშინ მთლიანად ნაციონალური მოძრაობა რჩება ხალხის თვალში ყველაფერზე პასუხისმგებელი რაც არც "გამოშვებას", არც დავიწყებას ექვემდებარება .... ხალხის მეხსიერება წინაპატიმრობის ვადასავით არ იწურება!


- მეორეს კრახი ასევე თვალნათლივია: ამ ხელისუფლებამ უგულავას საქმით დღეს სააშკარაოზე გამოიტანა თავისი უსუსურობა, პოლიტიკური ალღოს, ხედვის, ტაქტიკის და სტრატეგიის, პროფეზიონალიზმის, გამბედაობის და შორსჭვრეტის ნაკლებობა.... და უკვე ხალხიც, რომელიც დიდ ხანს თვალს ამ რეალობას არ უსწორებდა, იძახის "მეფე შიშველია!".


ამ ხელისუფლებამ დაგვტოვა ნაციონალურ მოძრაობის ანაბარად, როცა იგი არჩია როგორც სასურველი და ერთადერთი ოპოზიცია, მოკლე ვადიან გათვლების გამო იფიქრა, რომ განადგურებული და დისკრედიტირებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და ნაკლებად საშიში, ვიდრე ახალი რომელიმე ძალა.


ერთიც ამოიწურა და მეორეც, არსებულ პოლიტიკურ დაფაზე არაფერი სჩანს ჯერჯერობით, მაგრამ ბუნებას არ უყვარს სიცარიელე ...


რუბიკონის გადალახვის შემდეგ წარმოთქვა ცეზარემ თავისი ცნობილი : "Alea jacta est"! ჩვენთვისაც რუბიკონი გადაილახა და უკან დასაბრუნებელიც აღარაა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი