აგვისტოს ომში და ISAF-ის მისიაში დაშავებული სამხედროები აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ (ვიდეო)
15-02-2014, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აგვისტოს ომში და ISAF-ის მისიაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, დღეს აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ.

 


2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ექვსმა ჯარისკაცმა პროთეზირების პროგრამა აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში გაიარა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

 

 

ვარლამ ავალიანის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო დაპირებს ასრულებს და ქართველს სამხედრო მოსამსახურეებს უკვე აქვთ ულტრა-თანამედროვე პროთეზები. მისი თქმით, ეს პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

"23 თებერვალს მეორე ჯგუფი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა ჩვენს ქვეყანას შეწირეს, ახლა უკვე ჩვენ, სახელმწიფომ გავუკეთოთ ყველაფერი, რათა ცხოვრება შევუმსუბუქოთ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს გააგრძელებენ და თავიანთ გამოცდილებას კოლეგებს გაუზიარებენ" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ვარლამ ავალიანმა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულ სამხედროებს მექანიკური კიდურები ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვალეს. უახლესი თაობის ელექტრო კიდური, მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას, ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს.

 

 

პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. პროთეზირების პროგრამისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სულ 19 ჯარისკაცი გაემგზავრება.

 

 

პროთეზირების კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე 8 სამხედრო მოსამსახურე აშშ-ში 27 დეკემბერს გაემგზავრა. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. ამ ეტაპზე, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება.

 

 

პროთეზირების პროგრამის გასავლელად, დაშავებული ჯარისკაცების მეორე ნაკადი აშშ-ში უახლოეს მომავალში გაემგზავრება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში განაგრძობს სამსახურს.

 

                                           

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samkhedro-ambebi/37217-agvistos-omshi-da-isaf-is-misiashi-dashavebuli-samkhedroebi-ashsh-dan-samshobloshi-dabrundnen.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი