იან კელი: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს
22-09-2015, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ხასიათის გაცნობით ვიზიტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ.


საუბრის ძირითადი თემა საქართველო-აშშ-ს სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ყველა პროგრამა გაგრძელდება.


"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყებს მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა წინამორბედების მსგავსად პროდუქტიული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის და, მეორე მხრივ, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით. გაგრძელდება ყველა პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ჰქონდა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირებულია და საერთაშორისო ასპარეზზე გვაერთიანებს. ბუნებრივია, ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი იმედები დიდწილად, სწორედ, ამერიკელების მხარდაჭერას უკავშირდება ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას სრულად უჭერს მხარს.


"საქართველოს თავდაცვის მინისტრს მეორედ შევხვდი. თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონში საქართველოს ელჩთან ბატონ გეგეშიძესთან სადილზე გავიცანი, სადაც საქართველოს წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. შევეხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების თემებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უფრო პრაქტიკულ ჭრილში ვისაუბრეთ - რა გავაკეთეთ ერთობლივად, რისი გაუმჯობესება შეიძლება და კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასე რომ, მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ ბევრი ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება", - აღნიშნა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი