დემურ გიორხელიძე: დღეს ხსენებაა კრწანისის ბრძოლაში თავდადებული 300 ა რ ა გ ვ ე ლ ი ს ა!
24-09-2015, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"დღეს ხსენებაა კრწანისის ბრძოლაში თავდადებული 300 ა რ ა გ ვ ე ლ ი ს ა! ამ კაცებისადმი დამოკიდებულება საქართველოში გაცვდა შტამპებისა და ყალბი ფრაზეოლოგიის დონემდე... - ასე იწყებს თავის სტატუსს Facebook-ზე დემურ გიორხელიძე და განაგრძობს:


"ჩვენ ინერციით,
სადღეგრძელოს დონემდე
დავიყვანეთ ფაქტი
და
არ გავიაზრეთ უმთავრესი:

ს უ ლ ი ს მდგომარეობა და ცხოვრების წესი
300 ქართველისა,
რომლებიც
შეგნებულად,
მოვალეობის და
პასუხისმგებლობის გრძნობით,
პიროვნული ღირსების განცდით,
თავს აკლავდნენ იმ იდეას,
რომელიც სწამდათ
და ბავშვობიდან ბუნებრივად ჩანერგილი ჰქონდათ
და რომელსაც
მტრებისგან საკუთარი ქვეყნის დაცვა ჰქვია.

როცა ადამიანის სულიერი მდგომარეობა აღწევს იმ კონდიციას,
როცა მას შეუძლია თავისი შეგნებული ქმედებისას სასწორზე დადოს
ყველაზე ძვირფასი და განუმეორებელი,
რასაც სიცოცხლე ჰქვია, -
მაშინ იგი აღწევს იმ სულიერ და მენტალურ მდგომარეობას,
რომელიც ღირსებასა და გააზრებულ ქცევას ეფუძნება.

300 არაგველის გმირობა არ არის აფექტის შედეგი,
300 არაგველის გმირობა არ არის იძულებითი გარდაუვალობის შედეგი.

კაცებმა შეგნებულად გააკეთეს ის,
რაც მათი წარმოდგენებით ბუნებრივი იყო, -
შეასრულეს ვალდებული საქმე და... დაიღუპნენ,
თუმცა, ეს მათ მიზანს არ წარმოადგენდა...
ეს - შესაძლო შედეგი იყო, რომელიც მათ გააზრებული ჰქონდათ!

მე მათი სულის მდგომარეობა მიზიდავდა მუდამ.
მე მუდამ ვცდილობდი წარმომედგინა თითოეული მათგანის განცდა,
განცდა იმისა, რასაც
კაცი უნდა გრძნობდეს, როცა გამიზნულ ქმედებას ჩადის და ეს
მისი ცხოვრებისეული ქცევისა და წარმოდგენების ბუნებრივი გამოვლინებაა.

მე იმ ქართველის სულში მინდოდა და მინდა ჩავიხედო,
რომელიც
როცა უჭირდა, მთებში იხიზნებოდა,
როცა უჭირდა, სასოწარკვთას არ ეძლეოდა,
როცა უჭირდა, თვითორგანიზაციის ძალას პოულობდა,
როცა უჭირდა, იბრძოდა და
ამ ბრძოლაში საკუთარ თავს ავლენდა,
რადგან
როცა საბრძოლია და კაცი განერიდება,
როცა საომარია და კაცი მშვიდ ნავსაყუდელს ეძებს,
მას არაფერი გაეგება არც 300 არაგველისა და არც იმისა,
ღირსება და ღირსეული ცხოვრება რასაც ჰქვია!", წერს დემურ გიორხელიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი