მართლმადიდებლური ეკლესია დღეიდან უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს
16-02-2014, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ, მართლმადიდებლური ეკლესია დღეიდან უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს.

 


უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. ამ იგავით ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისათვის და მოგვიწოდებს, განვეშოროთ ცოდვებს, როგორც უძღები შვილი და მივაშუროთ და ვევედროთ მას, ვისგანაც მან შენდობა მიიღო.

 


წმინდა სახარების მიხედვით, ერთ მდიდარ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც სიყვარულითა და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ მშობელი მამის სამყოფელში. გავიდა ხანი და უმცროსმა შვილმა მოსთხოვა მამას თავისი კუთვნილი წილი მთელი მათი სამკვიდრებელიდან, რათა გასულიყო ცალკე და ეცხოვრა ისე, როგორც მას მოესურვებოდა. მამამ გამოუყო მას ქონების დიდი ნაწილი. შვილმა თავისი კუთვნილი ქონებით დატოვა სახლი და წავიდა შორეულ მხარეს და ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ისე გაღარიბდა და გაღატაკდა, რომ შიმშილისგან თავის დასაღწევად ერთ შეძლებულ კაცს დაუდგა მოჯამაგირედ, ღორების მომვლელად და საზრდოობდა იმ უვარგისი საკვებით, რომლითაც ღორებს კვებავდნენ. ბოლოს, როდესაც ძალზე მძიმე დღეში ჩავარდა, მოვიდა გონს, ჩაუფიქრდა თავის მდგომარეობას, მიხვდა სადამდე მიიყვანა იგი უწესო ცხოვრებამ და უთხრა თავის თავს: "რამდენი მოჯამაგირე ჰყავს მამაჩემს, რომელთაგან საჭმელი არავის აკლია, მე კი აქ შიმშილით ვკვდები; მოდი წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: "მამაო, ვცოდე როგორც ღვთის წინაშე, ისე შენთან; მე შენი შვილად წოდების ღირსიც კი აღარ ვარ, ამიტომ გთხოვ მიმიღო, როგორც ერთი მსახურთაგანი შენი".

 


მართლაც, მიატოვა ის ადგილი და მამის სახლისკენ გასწია. სახლთან მიახლოებული არც კი იყო, რომ მამამისმა შეიტყო მისი დაბრუნება, გახარებული გამოეგება, მოეხვია და გულში ჩაიკრა იგი. შვილმა კი მდაბლად მოახსენა: "მამაჩემო, ვცოდე როგორც ღვთის წინაშე, ისე შენთან. მე შენი შვილად წოდების ღირსი აღარ ვარ".

 

 

შვილის დაბრუნებით დიდად გახარებულმა მამამ უბრძანა მოსამსახურეებს, რომ შეემოსათ იგი ახალი სამოსელით და ძვირფასი ბეჭედიც გაეკეთებინათ მისთვის. შემდეგ დაუკლა ზვარაკი, მოიპატიჟა ახლობლები და დიდი ლხინი გამართა. იმ დროს უფროსი ვაჟი სახლში არ იმყოფებოდა. როცა დაბრუნდა და იხილა დიდი მხიარულება საკუთარ სახლში, ჰკითხა ერთ მოსამსახურეს მიზეზი და როდესაც შეიტყო, რაშიც იყო საქმე, გაწყრა და სახლში აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამა და სთხოვა შესვლა ლხინში, ხოლო მან უპასუხა: "მე ყოველთვის შენთან ვიყავი, კეთილად გემსახურებოდი და ერთხელ არ მოგიცია ერთი თიკანიც კი, რომ ჩემს მეგობრებთან მომელხინა, ხოლო ჩემს ძმას, რომელმაც მთელი შენი ქონების ნახევარი უწესო ხალხს შეაჭამა, ზვარაკი დაუკალი და ლხინი გადაუხადე". მამამ უპასუხა შვილს: "შვილო შენ მუდამ ჩემთან ხარ და ჩემი ყოველი შენი არის; ახლა კი გვმართებს მხიარულება და სიხარული, რადგან ძმა შენი დაგვიბრუნდა, დაღუპული იყო და აღდგა მკვდრეთით".

 

 

უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირესაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, 22თებერვალს, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.

 

 

აღდგომის დიდმარხვას წინ ყველიერის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყება და 20 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/sazogadoeba/37247-marthlmadidebeli-eklesia-udzghebi-shvilis-kvirakes-aghnishnavs.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი