"გვძალუძს, რომ არგენტინელ "პუმებს, – ტყავი გავაძროთ", ჩვენ ხომ –"ვეფხისტყაოსანი" ქართველები ვართ!"
25-09-2015, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაგბიში საქართველოსა და არგენტინის ეროვნულ გუნდებს შორის დღეს საღამოს გლოსტერში შეხვედრა გაიმართება. ამ თემას პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე "ფეისბუქით" ეხმაურება. კირვალიძე თვლის, რომ "ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ და მისმა მხარდაჭერის სურვილმა ჩვენი სარაგბო ნაკრების მიმართ, დამატებით მოტივაცია გაუჩინა ჩვენს საამაყო მორაგბეებს".


"სრულიად საქართველო შეძრა ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მიერ გადაღებულმა ვიდეომ, სადაც მათ დაღუპულ თანამებრძოლს, ვასილ ყულჯანიშვილს ბოლო თხოვნა შეუსრულეს. ვიდეო სიუჟეტში, როგორც ქართველი ჯარისკაცები აღნიშნავენ, ვასილის ბოლო სურვილი იყო, რომ მათ ქართველი მორაგბეების მხარდასაჭერად, რომლებიც 25 სექტემბერს მსოფლიო თასზე არგენტინას დაუპირისპირდებიან, სპეციალური ვიდეო გადაეღოთ, – "მე ვარ მეთექვსმეტე"! ჯარისკაცებმა დაღუპული მეგობრის სურვილი შეასრულეს და ვიდეო „იუთუბზე“ გაავრცელეს. ამასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა რაგბში ეროვნული ნაკრების წევრის ირაკლი (მეკო) კვირიკაშვილის კომენტარი, სადაც ის ამბობს, – "ბიჭებმა ვნახეთ ეს ვიდეო. მთელმა ქვეყანამ გულთან ახლოს მიიტანა ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალება, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური გამოდგა, როცა მისი ბოლო სურვილის შესახებ შევიტყვეთ... მე ყველას სახელით ვსაუბრობ ახლა, "მეთექვსმეტე მოთამაშეს ვგრძნობთ" და ყველანაირად შევეცდებით, რომ მას კარგი თამაში მივუძღვნათ, მისი თანამებრძოლები და მთელი საქართველო გამარჯვებით გავახაროთ..".


დიახ, როგორც ჩანს, ძალზედ სერიოზული ჯახი გვექნება არგენტინის უძლიერეს ნაკრებთან. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ და მისმა მხარდაჭერის სურვილმა ჩვენი სარაგბო ნაკრების მიმართ, დამატებით მოტივაცია გაუჩინა ჩვენს საამაყო მორაგბეებს. ვფიქრობ გვძალუძს, რომ არგენტინელ "პუმებს, – ტყავი გავაძროთ", ჩვენ ხომ –"ვეფხისტყაოსანი" ქართველები ვართ! მთავარია, რომ არ შევდრკეთ ბრძოლის წინ და ბრძოლისას, მხნედ და უშიშრად ვიყოთ, ისე როგორც: ვახტანგ გორგასალი ლაშქრობისას, დავით აღმაშენებელი დიდგორში, სააკაძე მარტყოფში, ერეკლე მეფე ვარძიაში და ყველა ქართველი გმირი, ახლახან ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის სახით, ვინც არაერთი გამარჯვება მოუტანა საქართველოს და ქართველ ერს!!!" - წერს ჯუმბერ კირვალიძე.


 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი