როგორ გაძლო შვედმა მამაკაცმა გაყინულ მანქანაში 60 დღე -30C ყინვაში?
21-02-2012, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვინ, რა, რატომ: რამდენი ხანი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა საკვების გარეშე?


როგორ გაძლო შვედმა მამაკაცმა გაყინულ მანქანაში 2 თვე?


შვედი მამაკაცი, რომელიც თოვლში ჩამარხულ მანქანაში იპოვეს, ამბობს, რომ 2 თვის განმავლობაში მუჭა თოვლის გარდა არაფერს ჭამდა. მაგრამ საკითხავია, რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა საჭმლის გარეშე?

 

პიტერ სკილბერგის გადარჩენის გარშემო არსებული გარემოებები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ მანქანაში საჭმლისა და სასმელების ცარიელი ჭურჭელი დევს, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ 44 წლის შვედ მამაკაცს საკვების რაღაც რაოდენობა ჰქონდა.


მანქანა პარასკევს, 17 თებერვალს ჩრდილოეთ შვედეთის მთავარი ავტომაგისტრალიდან 1 კილომეტრის მოცილებით ტყის პირას იპოვეს. პოლიციის განცხადებით, ამ მხარეში ტემპერატურა ახლახან -30 გრადუსამდე იყო დაცემული.


სკილბერგი ამბობს, რომ იგი მანქანის სალონში 2011 წლის 19 დეკემბრის შემდეგ იმყოფებოდა.


ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანს შეუძლია საკვების გარეშე 2 თვის განმავლობაში გაძლოს.

 

 


ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შემდეგ ავტომანქანის შიგნითა სალონი მოყინულია.


ეს არ არის პირველი შემთხევვა, როცა ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაუძლიათ შიმშილობისათვის.


იაპონელი მოგზაური მიცუტაკა უჩიკოში, 2006 წელს, მას შემდეგ რაც დასავლეთ იაპონიაში კლდეზე ცოცვის დაწყებამდე დაიკარგა, 24 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდა და სიკვდილს გადაურჩა. როცა იგი იპოვეს, მისი სხეულის ტემპერატურა 22 ცელსიუსს უჩვენებდა და ნორმალურ ზღვარზე თითქმის 15 გრადუსით დაბალი იყო. მას შემდეგ რაც მას მწვავე ჰიპოთერმიასა და ჯანმრთელობის სხვა გართულებულ მდგომარეობაზე მკურნალობა ჩაუტარდა, უჩიკოში გამოკეთდა და დღემდე კარგად გრძნობს თავს.


გასულ წელს ბრიტანეთის კოლუმბიაში 56 წლის ქალბატონი თითქმის 50 დღის განმავლობაში იყო ღვთის ანაბარა მიგდებული ნევადას მთების უკაცრიელ ადგილებში. მაშველებთან ერთად ცოლის საძებრად წასულმა ქმარმა მხოლოდ 50 დღის შემდეგ იპოვა რიტა ჩრეტინი, რომელსაც მძიმე განსაცდელის გამო 17 კილოგრამი ჰქონდა წონაში დაკლებული, თუმცა სრულ გონებაზე იყო და საუბარიც შეეძლო.

 

2003 წელს ამერიკელმა ილუზიონისტმა დევიდ ბლეინმა ლონდონში მდინარე თემზის სიახლოვეს მინის ყუთში გამომწყვდეულმა 44 დღე გაძლო საჭმლის გარეშე.


1940-იან წლებში მაჰათმა განდიმ ინდოეთის სამოქალაქო დაუმორჩილებლობისას 21 დღე მხოლოდ წყლის მიღებით გაძლო.


მაგრამ შვედი მამაკაცის 60 დღიანი შიმშილობა განსაკუთრებულ შემთხვევათა რიგს მიეკუთვნება.


"ეს შესაძლებლობის ზღვარია, მაგრამ არა სრულიად უსაფუძვლო." განაცხადა საუსამპტონის უნივერსიტეტის მედიცინისა და კვების მთავარმა ლექტორმა, დოქტორმა მიკი სტრაუდმა.


სტრაუდი, რომელიც ბრიტანელ თავგადასავლების მოყვარულ ვეტერან სერ რანულფ ფინესს ახლდა ანტარქტიდის გარშემო, ამბობს, რომ ადამიანს საკვების მიღების გარეშე შეუძლია 60 დღე გაძლოს.


"ეს არის დაახლოებით ის დრო როცა საპატიმროებში მოშიმშილე პატიმრები ჩვეულებრივ კვდებიან ხოლმე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ციხეებში ადამიანები უფრო თბილ გარემოში იმყოფებიან,"- ამბობს სტრაუდი. 1981 წელს რესბუბლიკელი პატიმარი ბობი სენდსი 66 დღიანი შიმშილობის შედეგად ირლანდიის მეიზის ციხეში გარდაიცვალა.


მთელი რიგი ფაქტორებია, რომელსაც შეუძლია ადამიანის გადაჩენის შესაძლებლობებზე გავლენა მოახდინოს და ერთ-ერთი ასეთია ენერგიის დასაზოგად სხეულის მეტაბოლიზმის შენელება."


"დასვენებულ მდგომარეობაში ადამიანის სხეულს დღეში საშუალოდ 100 ვატი სითბოს გამომუშავება შეუძლია. მაგრამ ისეთ ვითარებაში, როცა გარე ტემპერატურა დაბალია, ორგანიზმში სითბოს გამოყოფა მცირდება და ამ დროს სხეულის მძიმე წონა გადარჩენისთვის უპირატესობას წარმოადგენს," - განაცხადა დოქტორმა სტრაუდმა.


კვების ექსპერტი კატრინ კოლინსი ამბობს, რომ შიმშილობისას სხეულს მოდელირება შეუძლია რათა მოახდინოს ადამიანისთვის საჭირო კალორიების შემცირება.

კოლინსი გვიხსნის, რომ ისეთი მცირე სივრცე, როგორიც ავტომანქანის სალონია, შვედ მამაკაცს ძვირფასი კალორიების დაზოგვაში დაეხმარებოდა, ისევე როგორც თოვლის საფარის ქვეშ იზოლირებულ მდგომარეობაში ყოფნა პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციებისაგან მისი შესუსტებული იმუნო სისტემის დაცვის ხელშემწყობი იქნებოდა.

 

 


ფსიქოლოგიის პროფესორი სტივენ ჯოზეფი ამბობს, რომ გადარჩენის საკითხში ასევე მეტად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პიროვნების გონებრივი მდგომარეობა. ყველა ერთნაიარად არ რეაგირებს სიცოცხლისთვის სახიფათო მომენტებზე.


"საშინელ სიტუაციებში გადარჩენა პიროვნულ ხასიათზეცაა დამოკიდებული. ზოგიერთმა შესაძლოა მალევე დაკარგოს იმედი, მაშინ როცა სხვები უფრო იმედიანები არიან და ნებისყოფის წრთობით სირთულეების დაძლევას უფრო უკეთ ახერხებენ,"- ამბობს ჯოზეფი.

 

"ამ შემთხვევაში იმედი გადამწყვეტია, იმედი, რომელიც ბოლოს კვდება."

 

 

მომზადებულია ბრიტანული პრესის მიხედვით

 

guardian.ge 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი