2014 წელს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 14 225 215 ლარი დაიხარჯება
16-02-2014, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ნარმანია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გუბერნატორს, პარმენ მარგველიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

 


სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება წელს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა. ამ ტიპის პროექტებისათვის წელს რეგიონში 5 816 340 ლარი დაიხარჯება.

 

 

მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დაწყებასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს აპირებს, საჩხერე-შქმერი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა. საჩხერე-შქმერის გზის მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა 2013 წლის ოქტომბერში უკვე გაიარა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება. რაც მთავარია, სიცოცხლე დაუბრუნდება ზემო რაჭის პრაქტიკულად დაცლილ ხეობას. ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა არაერთ ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივას გააჩენს.

 


2014 წელს დასრულდება ქ. ონის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილისა და ალპანა-ცაგერის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები.

 


გარდა ამისა, წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში წელს 1 280 800 ლარის ღირებულების ორი პროექტი განხორციელდება. ონში დაგეგმილ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. 2016 წლამდე დასრულდება ქ. ონის წყალმომარაგების სისტემის სათავის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

 


სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგიონში განხორციელებას 2 456 300 ლარი მოხმარდება. დაგეგმილია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს მიმდებარედ მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე არსებული მყარი ნარჩენების პოლიგონის დატბორვისა და გამორეცხვისგან დაცვის უზრუნველყოფის სამუშაოები. ასევე, მდ. შხიროლზე სახიდე გადასასვლელის მოწყობა; გუფთა-ონის საავტომობილო გზაზე არსებული მილის რეაბილიტაცია; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე მიწის ვაკისის გამორეცხვის პრევენციული ღონისძიებები და საყრდენი კედლის აღდგენა; მდ. კრიხულაზე მოხდება არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებსაც. განხორციელდება ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სავალი ნაწილის აღდგენა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშოები. უსახელოხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების II ეტაპი განხორციელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშშიც.

 


შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, რომლის პრიორიტეტებიც თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა რეგიონში განსახორციელებელი 4 548 315 ლარის ღირებულების 31 პროექტი. აქედან 2 პროექტით გათვალისწინებულია გზების რეაბილიტაცია, 16 პროექტით - საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია; 10 პროექტით - წყლის სისტემებისა და კანალიზაციის მოწესრიგება; 3 პროექტით - ნაპირსამაგრი და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 


ჯამში, 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 14 225 215 ლარი დაიხარჯება. აქედან, 9 676 900 ლარის სამუშაოების დაფინანსებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი დამატებით 4 548 315 ლარს მიიღებს.

 

 

 

 

 

 

http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/52ffba4d0cf298a857ab7db7 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი