რატომ კვდებიან მამაკაცები ქალებზე უფრო ადრე?
13-06-2011, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამაკაცები უფრო ადრეულ ასაკში იმიტომ ხომ არ კვდებიან, რომ ისინი არ ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე და ექიმთან ვიზიტისაგანაც თავს იკავებენ, თუ ეს ევოლუციას უნდა დავაბრალოთ?

 

 

როცა 45 წლის მსახიობს დაგ დივენს მკერდის ტკივილები დაეწყო, მან იცოდა რომ ეს შეიძლებოდა რომ სერიოზული ყოფილიყო. "ჩემს ოჯახში ყველა მამაკაცს გულის პრობლემა ჰქონდა" ამბობს მსახიობი, მაგრამ მიუხედავად ამისა მან, ორი შვილის მამამ, არჩია ამ ავადმყოფობისთვის მსუბუქად შეეხედა და ამის გამო დიდად არ გამოეთქვა წუხილი.

 

 

"მაშინაც კი,როცა გული ისე მძლავრად მიცემდა, რომ გეგონებოდათ ის მკერდიდან ამოხტომას აპირებდა და ტკივილიც დაუჯერებლად მძიმე მქონდა, მაინც ვარჩიე ამ ფაქტის იგნორირება. მეც ისეთივე ვარ, როგორც უმრავლესობა მამაკაცებისა, როცა ნამდვილად ავად ვხდებით, ჩენ ვიცინით ამ ავადმყოფობაზე და თავს ვაჩვენებთ, რომ არაფერი სერიოზული არ გვჭირს და სუსტად არ გამოვიყურებით და შესაძლოა ამას იმიტომაც ვაკეთებთ რომ სამუშაოს დაკარგვისაც გვეშინია. მოკლედ, ბევრი რამ დგება რისკის ქვეშ თუ გამოტყდები რომ ავად ხარ."

 


დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 75 წელს ქვემოთ 100 000 -მდე მამაკაცი კვდება, მაშინ როცა ანალოგიურ ასაკს ქვემოთ მხოლოდ 66 000-ამდე ქალი თუ კვდება.

 


ამას დავუმატოთ ისიც, რომ ინგლისსა და უელსში მამაკაცების 22% 65 წლის ასაკის მიღწევამდე კვდება, მაშინ როცა ქალების პროცენტული მაჩვენებელი 13-ს შეადგენს და მამაკაცების 42% 75 წელს მიუღწეველი მიდის ამ ქვეყნიდან, მაშინ როცა ქალების იგივე პროცენტული მაჩვენებელი 26 პროცენტია. ამასთან აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობის ჩამდენთა 76% მამაკაცებზე მოდის და აგრეთვე 70%-ით უფრო მეტადაა მოსალოდნელი მამაკაცები მსხვერპლნი გახდნენ კიბოს იმ სახეობებისა, რომელიც ორივეს, მამაკაცებსაც და ქალებსაც შეიძლება განუვითარდეს.

 

 

მაშინაც კი როცა სახეზეა კარგი ჯანმრთელობა და 2009 წელს დაბადებულმა ბიჭმა, შესაძლოა უფრო მეტხანს, 77 წლამდე იცოცხლოს, იმავე წელს დაბადებული გოგოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წლით მაინც მეტი იქნება.

 

 

ამგვარად, რა ხდება? რაშია საქმე? პასუხი კომპლექსურია და არც ისე მარტივი და ეს "მხოლოდ იმით ვერ აიხსნება, რომ მამაკაცი ქალისაგან განსხვავებით ექიმთან უფრო ნაკლებად დადის" - აცხადებს ლონდონის კინგს კოლეჯის გენეტიკური ეპიდემოლოგიის პროფესორი ტიმ სპექტორი. მისი თქმით, "სახეზეა ღრმა სქესობრივი და ბიოლოგიური განსხვავებულობა."

 

 

ტიმ სპექტორი გვიხსნის: "როგორც ჩანს მამაკაცები იმისათვის, რომ ადრეულ ასაკშივე გახდნენ უფრო დიდნი და ძლიერნი, უფრო მეტი რესურსების ინვესტირებას ახდენენ, მაგრამ ქალები ცხოვრებაში უფრო ამტანობასა და გამძლეობას არიან მოჭიდებულნი. ქალები ტიპიურად უფრო დაბლები და პატარები არიან, ვიდრე მამაკაცები. ჩანს, რომ საკუთარი რესურსების ნაკლებად გამოყენების შემთხვევაში უფრო ხანგრძლივად იცხოვრებ. ასეა ეს ცხოველებში. მაგალითად თუ ჭიაყელა არ ჭამს და სექსიც არ აქვს, 4-ჯერ მეტხანს ცხოვრობს."

 

 

ევოლუცია მთავარი ამხსნელი შეიძლება იყოს ამ ყველაფრისა, აღნიშნავს პროფესორი: "ბიოლოგიური კუთხით 50 ან 60 წელს გადაცილებული მამაკაცები არ არიან სასარგებლონი, მაგრამ ქალებს ჯერ კიდევ აქვთ როლი, მაგალითად ბებიის, რომელიც ეხმარება ოჯახს შვილების აღზრდაში. ალბათ ათასობით წლები იქნება საჭირო იმისათვის, რომ მამაკაცთა ცხოვრების წესი შეიცვალოს."

 

 

მაგრამ მაინც, ცხოვრების წესი გარკვეულ როლს თამაშობს, განსაკუთრებით თუ საქმე მამაკაცების კიბოთი დაავადებას ეხება. 75 წლამდე მამაკაცთა კიბოთი გარდაცვალების რისკი 14.9%-ია, მაშინ როცა ქალებში ეს მაჩვენებელი 9.1%-ია და ამასთან, 100 000 მამაკაციდან ყოველწლიურად 144 კვდება კიბოთი, მაშინ როცა ამავე რაოდენობის ქალიდან მხოლოდ 88 ქალი არის კიბოს მსხვერპლი.
აქ მამაკაცის ცხოვრების წესი, ისევე როგორც ოჯახის ისტორია არსებითია. გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოწევა, ჭამა, დიეტა და ვარჯიში.

 

 

მამაკაცებში განსაკუთრებით მაღალია ფილტვის კიბოს პროცენტული მაჩვენებელი. განვითარებულ ქვეყნებში ფილტვის კიბოსაგან წელიწადში დაახლოებით 410 000 მამაკაცი კვდება, მაშინ როცა ეს ციფრი ქალბატონებში 188 000-ს შეადგენს. ამჟამად მამაკაცებსა და ქალებს შორის მოწევის პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ერთნაირია. მიუხედავად ამისა, წარსულში მამაკაცები უფრო ეწეოდნენ სიგარეტს, ვიდრე ქალები და ესენი არიან თაობები, რომელნიც ფილტვის კიბოს უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან მოქცეულნი.

 

 

დოქტორი ჩარლზ გატერიჯი აღნიშნავს, რომ ისტორიულად მამაკაცები "რისკის გამწევნი" არიან და ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს მათი ამჟამინდელი დამოკიდებულებისა მათი ჯანმრთელობისადმი. "ისტორიულად მამაკაცები ჩვეულებისამებრ გაცილებით სახიფათო სამუშაოებს ასრულებდნენ, ისეთებს როგორიცაა მაგალითად მაღაროელების, ჯარისკაცების, ღრმა ზღვისქვეშეთში თევზაობის სამუშაოები და ისინი უფრო უხალისონი არიან მიიღონ ჯანსაღი ცხოვრების წესები. შესაძლოა რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მამაკაცის სხეულში უფრო მაღალია ტესტოსტერონის მაჩვენებელი."

 

 

თავად ეს ჰორმონი კი შესაძლოა პრობლემის ნაწილი იყოს, ამბობს დოქტორი. "ჩვენ ამ ჰორმონს მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვაწარმოებთ - დონე კი შესაძლოა მცირედით დაბლა დაეშვას - მაგრამ ის ძირითადად უცვლელი რჩება. და ტესტოსტერონი ჩანს, რომ დაკავშირებულია გულის დაავადებასთან."

 

 

მსახიობ დაგ დივენთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მისთვის ოჯახის ისტორია კარგად იყო ცნობილი. იგი "არ ამბობდა უარს მის ცუდ ჩვეულებებზე" და როგორც თავადაც აღიარებს, მას საკმაოდ კარგად ესმოდა, რომ მკერდის არეში ტკივილები გულის დაავადების ნიშანი იყო, მაგრამ მას ერთკვირიანი ყოყმანი მაინც დასჭირდა იმისათვის, რომ გადაეწყვიტა სტუმრებოდა თუ არა ექიმს. და როცა იგი ექიმთან გასინჯვაზე მივიდა, აღმოჩნდა რომ მისი სიმპტომები იმდენად ნათლად წარმოადგენდა ანგინას, (მკერდის მძაფრი ტკივილი, რომელიც გულის კუნთებისადმი სისხლისა და ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობით აიხსნება) რომ 45 წლის მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში მოსათავსებელი გახდა. ტესტმა გამოავლინა, რომ არტერია ბლოკირებული იყო, რომელიც ანგიოპლასტიით (სისხლძარღვების პლასტიკა) ორი სტენტის (ადამიანის ორგანიზმში ჩადგმული ხელოვნური მილი) მის ორგანიზმში მოთავსების წყალობით გაიხსნა. მსახიობი დაგი სერიოზულად იყო ავად.

 

 

ამგავარად, თუმცა კი სამედიცინო სამსახურებთან ნაკლები შეხება არ არის მხლოდ ერთადერთი ფაქტორი მამაკაცთა ცხოვრების ხანგრძლივობის ცუდი პროცენტული მაჩვენებლისა, მაგრამ უდავოა, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია.

 

 

ერთი კარგი ახალი ამბავი კი ისაა, რომ ატლანტაში მდებარე დაავადებათა კონტროლისა და მისგან თავის დაცვის ცენტრის 2009 წლის სტატისტიკური კვლევის მიხედვით სქესთა შორის არსებული სხვაობა ვიწროვდება. მამრობითი სქესის ბავშვები, რომლებიც 2006 წელს დაიბადნენ, მოსალოდნელია, რომ 3.6 წლით უფრო ხანგრძლივად იცოცხლებენ, მდედრობითი სქესისანი კი 1.9 წლით, ვიდრე ისინი ვინც 1990 წელს დაიბადნენ.

 

 

მსახიობმა დაგმა გადაწყვიტა ერთ-ერთი იყოს მათ შორის, ვინც ხანგრძლივად იცხოვრებს. "რაც მე შემემთხვა ეს რაღაცნაირად გამომაფხიზლებელი ზარი იყო. ახლა გაცილებით უკეთესად ვიკვებები, ნაკლებს ვეწევი და ვსვამ და უფრო მეტად ვვარჯიშობ ბრაიტონის გორაკებზე ფეხით აღმა-დაღმა სიარულით. თავდაპირველად საკმაოდ დეპრესიულად აღვიქვი ის, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ასეთი ავადმყოფი გავხდი, მაგრამ ახლა მე მაქვს ახალი მიზნისადმი მისწრაფების განსხვავებული შეგრძნება.

 

 

ახლა ყოველდღიურად ვიღებ ასპირინსა და სტატინს (წამალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ქოლესტეროლის დონეს ამცირებს), რეგულარულად დავდივარ ექიმთან და ხშირად ვიკეთებ სისხლის ანალიზს და საკუთარი თავი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყავს აყვანილი. ახლა ვცდილობ დავარწმუნო ჩემი შვილები იმაში, რომ თავადაც უფრო გულგახსნილნი იყვნენ იმაში, რაც მათ ჯანმრთელობას ეხება."

 

 

 

მომზადებულია ბრიტანული პრესის მიხედვით 

 

guardian.ge 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი