კანადაში, ქალაქ ტორონტოში 10 ქართველი დააკავეს, რომლებიც ბინების ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.
გარდა ამისა, ტორონტოს პოლიციაში, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც ქართული კრიმინალური ბანდების გამოვლენაზე იქნება სპეციალიზირებული.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, კანადის პოლიციის ხელთ არსებულ ეჭვმიტანილთა სიაში, დაახლოებით 100-მდე ქართველია. მათ შორის არიან ქალებიც, ვინც კანადაში სახლების დალაგებაზე მუშაობენ და კრიმინალებს, მათი დასალაგებელი სახლების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
არსებული ინფორმაციითვე, ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილ ბინის ქურდობათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.
http://www.newspress.ge/samarthali/37270-kanadashi-10-qarthvelo-daakaves.html
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.