სოზარ სუბარი: ვინც ვერ მართავს დატოვებს თანამდებობას
17-02-2014, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პატიმრები ვერც დანიშნავენ ციხის დირექციას და ვერც მოხსნიან"

 

 

"პროტესტი მაშინ შეწყდება, თუ ციხის კარს გავაღებთ და ყველა პატიმარს გავუშვებთ"

 

 

"26 მილიონი იხარჯებოდა პატიმრების კვებაზე და იქიდან მინიმუმ ნახევარს იპარავდნენ"

 


"თუ რომელიმე თანამშრომელი დანაშაულს ჩაიდენს, ჩემზე დიდი მტერი არ ეყოლება"

 


"ზოგი პრივილეგირებული პატიმრის საკნის კარი ღამით არ იკეტებოდა"

 


გასულ წლებთან შედარებით, ციხეებში პატიმართა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, ამჟამად 9000-ზე მეტი პატიმარია გისოსებს მიღმა, აქედან 7000-მდე რეციდივისტია, 2-ჯერ და მეტჯერ ნასამართლევი. ბევრი მკვლელობაში, ძარცვა-ყაჩაღობაშია ბრალდებული, იქ არიან ქურდული სამყაროს წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულნიც.... გასულ კვირას გეგუთის დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს დიდი ხმაური მოჰყვა.

 


"კვირის პალიტრა" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარს ესაუბრა:

 


- გეგუთში 800-მდე პატიმარი შიმშილობდა კონკრეტული მოთხოვნებით, შიმშილობა უკვე შეწყდა, მაგრამ იქნებ გვითხრათ, რა შეთანხმება შედგა პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის?

 


- არანაირი საფუძველი არ ჰქონდა შიმშილობას და არანაირი მოლაპარაკება არ მომხდარა, თავად პატიმრებმა შეწყვიტეს. მას შემდეგ, რაც შიმშილობა შეწყდა, მოთავეები სხვადასხვა დაწესებულებაში გადავიყვანეთ. ახლა მნიშვნელოვანია, დავიწყოთ გამოძიება, რაც ხდებოდა ციხის გარეთ, როცა სასწრაფო დახმარების მანქანებს არ აძლევდნენ ავადმყოფების საავადმყოფოში გადაყვანის საშუალებას. წიხლებს ურტყამდნენ, იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, ხულიგნობა, აგინებდნენ პატრულის თუ ციხის თანამშრომლებს. გარკვეული კატეგორიის პატიმრები ითხოვდნენ ციხის დირექციის შეცვლას. პირდაპირ ვთქვათ, პატიმრები ვერც დანიშნავენ ციხის დირექციას და ვერც მოხსნიან. თუ დირექტორი ან თანამშრომელი რამეს დააშავებს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუ ვერ მართავს, დატოვებს თანამდებობას, ამის გარანტი მე ვარ, ოღონდ ამას ჩვენ გადავწყვეტთ და არა კრიმინალური ავტორიტეტები.

 

 

- დანაშაული სახეზეა, 4 თებერვალს სცემეს პატიმარ იმედა ხუხუნაშვილს, ადასტურებთ ამას?

 


- პატიმარი ნამდვილად იყო ნაცემი, მაგრამ ეს დაზიანებები ჩვენ აღმოვაჩინეთ, ჩვენმა სამედიცინო ნაწილმა მოახდინა მათი დეტალური დოკუმენტირება, ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და ჩვენვე დავნიშნეთ ექსპერტიზა. იქ გარკვეული დანაშაულის ნიშნები იყო, პროკურატურას გადავუგზავნეთ მასალები და დაიწყო გამოძიება. ანუ, ჩვენი რეაგირება სწრაფი და ადეკვატური იყო. როცა პატიმრებმა და ომბუდსმენმა მოითხოვეს გამოძიების დაწყება და საქმეში პროკურატურის ჩართვა, ამ დროს ჩვენ ეს უკვე გაკეთებული გვქონდა.

 

 

- ვინ სცემა პატიმარს? როგორც ამბობენ, ციხის უფროსმა კახა ბებიამ.

 


- ეს ტყუილია. ვიცით, ვინც სცემა, გვარ-სახელიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ, რადგან ეს ჯერ გამოძიების სამუშაო ვერსიაა, ჯობს, დაველოდოთ...

 

 

- ამ პატიმრის ცემას მოჰყვა გეგუთში შიმშილობის დაწყება?

 


- კარგი კითხვაა. ჩვენ დაახლოებით სამი კვირით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ გეგუთში პატიმრები აპირებდნენ შიმშილობას და ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სახალხო დამცველს, რამდენიმე ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ წინასწარ ინფორმაცია არა გაქვს, ვერ მოიგონებ. მაგალითად, წინასწარ ვიცოდით, რომ პატიმრები იტყოდნენ, თითქოს საჭმელში მწერები აღმოაჩინეს. როცა შემდეგ პატიმრებმა ეს თემა წამოსწიეს, აშკარა იყო, რომ ეს წინასწარ დაიგეგმა. ამას დაემთხვა პატიმრის დაზიანებებიც და ესეც გამოიყენეს ვითარების ესკალაციისთვის.

 

 

- თუ ინფორმაცია გქონდათ, რატომ არ მოხდა პრევენცია?

 

 

- პრევენცია სწორედ ის იყო, რომ უფლებადამცველებს წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია და ამით ცხადი გავხადეთ, რომ ეს იყო დაგეგმილი აფერა. ხმამაღლა რომ გვეთქვა, რასაც აპირებდნენ, სხვა მიზეზს მოიგონებდნენ და აქცია მაინც შედგებოდა. რეალობა ის არის, რომ პატიმრების ნაწილს არ მოსწონს რეჟიმის გამკაცრება, კანონის ჩარჩოებში მოქცევა და ამას აპროტესტებენ, ოღონდ ხმამაღლა სხვა რამეს ამბობენ. პროტესტი მხოლოდ მაშინ შეწყდება, თუ ციხის კარს გავაღებთ და ყველა პატიმარს გავუშვებთ. იმედია, ასეთ პრევენციას არ გულისხმობთ.

 

 

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.kvirispalitra.ge/politic/20620-qimis-gamorickhva-rom-yofili-mtsameblebidan-vinme-darcha-cikheebshi-ar-shemidzliaq.html   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი