თამარ სანიკიძე: შედეგი იქნება ბევრად კარგი, ვიდრე ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო
17-02-2014, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების მინისტის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ინვესტიცია, რომელიც ამერიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უნდა ჩადებულიყო, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე დაიხარჯება.

 

 

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებების განვითარებაზე.

 

 

"შედეგი იქნება ბევრად კარგი, ვიდრე ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო, ვინაიდან ამჯერად ეს არის ძალიან კარგად გათვლილი, გაზომილი. 30 მილიონის ინვესტირება მოხდება უმაღლესი განათლების ნაწილში, დაფინანსება იქნება სახელმწიფოს მხრიდანაც - საუბარია, ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებების განვითარებასა და ხარისხის ამაღლებაზე", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 


მისივე განმარტებით, ამ პროცესში როგორც საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი სახელმწიფო უნივერსიტეტები იქნება ჩართული.

 

 

"დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება შერჩევის მეორე ეტაპი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და თებერვლის ბოლოს ჩვენ გვეყოლება გამოვლენილი გამარჯვებული კონსორციუმი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორად", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

 


რაც შეეხება იმას, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ამერიკული დიპლომი უნდა გაეცა, თამარ სანიკიძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ახალი გეგმის ფარგლებშიც მიმდინარეობს.

 

 

"ვინ გითხრათ, რომ ამერიკული დიპლომები არ იქნება? - სწორედ აქეთ მივდივართ, რომ ამერიკულმა და ქართულმა უნივერსიტეტებმა საერთო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სწორედ ამერიკული დიპლომი", - დასძინა სანიკიძემ.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/270198-thamar-sanikidze-teqnologiur-universitetshi-chasadebi-investicia-skhva-saganmanathleblo-datsesebulebebze-daikharjeba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი