პრემიერ-მინისტრი ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე, გაზრდილ ექსპორტსა და ყურძნის ჩაბარების ადეკვატურ ტარიფზე საუბრობს
04-10-2015, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ გავამკაცრეთ და ვაპირებთ კიდევ უფრო გავამკაცროთ ღვინის ხარისხის კონტროლი. ეს არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს ღვინის ფალსიფიცირება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განაცხადა, სადაც ქართული ღვინის დღის ფარგლებში ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

  


ღარიბაშვილმა ბოლო 3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის პრაგმატული პოლიტიკის წყალობით საკმაოდ არის ექსპორტი გაზრდილი რუსეთში, ასევე ჩინეთში, ყაზახეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. ამასთან, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 

 

ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკვე მესამე წელია საქართველოში წარმატებული რთველი მიმდინარეობს და წელსაც ძალიან ბარაქიანი რთველი გვქონდა, ვინაიდან 100 000 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე ჩაბარებულია. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჩაიბარებს ასევე იმ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორში არ ჩაიბარებენ.

 

 

ღარიბაშვილმა სუბსიდირების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ყურძნის ჩაბარების ტარიფი ისე განისაზღვრა, რომ გლეხს 100%-იანი მოგება მიეღო.

 

 

პრემიერმა მოსახლეობას ქართული ღვინის დღე მიულოცა და ღვინის უძველეს, უნიკალურ კულტურაზე ისაუბრა.

 

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯიღაურას მეურნეობის ტერიტორიაზე უნიკალური ქართული ღვინის მუზეუმი აშენდება, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის წარმოების ისტორია და კულტურა.

 


„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა; რომ აქ, ამ მიწაზე, უკვე 8 ათასი წელია, იწარმოება ღვინო; ეს გახლავთ ადგილი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ღვინის აკვანმა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წლის წინათ აშშ-ში გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში ღვინის ისტორიის სწავლება საქართველოთი იწყება.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში შემონახულია ღვინის დაყენების, დაწურვის, შენახვის ტრადიციული მეთოდები და შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი