ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ბრძოლა
17-02-2014, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ისინი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, მისი და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განაჩენთან დაკავშირებით, - გაასაჩივრებენ.

 

 

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის დანაშაული არცერთ ეპიზოდში არ დასტურდება.

 

 

ჭიაბერაშვილის განცხადებითვე, 2013 წლის 21 მაისს, აღმკვეთ ღონისძიებად, მისი და მერაბიშვილის წინასწარპატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, მოსამართლის გადაწყვეტილება მათ სტრასბურგში უკვე გასაჩივრებული აქვთ.

 

 

"ქუთაისის სასამართლო მიჩნეული იყო დაბალ ღობედ, სადაც ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობა გარანტირებული ჰქონდათ. ის ამდენი ხნის განმავლობაში სრულიად უკანონოდ ჰყავდათ წინასწარპატიმრობაში და ახლაც გარანტირებული ჰქონდათ განაჩენი. მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და ასევე მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ, სასამართლო პროცესებზე არ დასტურდება ის განაჩენი, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოაცხადა. ჩვენ ვიცოდით, რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა და ბუნებრივია ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პრაქტიკულად წინასწარ ვიცოდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ბრძოლა, რომ ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ და შესაბამისად განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ, როგორც ვანო მერაბიშვილის, ისევე ჩემს ნაწილში"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ე.წ ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნულ ეპიზოდზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 1,5 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

 

 

განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

 

ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჰქონდათ წარდგენილი.

 

 

საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ.

 


ე.წ. დასაქმების პროგრამის საქმეზე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/37284-zurab-tciaberashvili-sasamarthlom-khelisuflebis-zetsolas-ver-gaudzlo.html 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი