თინათინ ხიდაშელი: სამარცხვინო - ნაცმოძრაობული წინასწარი დასკვნებით, რუსთავი2-ის მიერ გამოტანილი განაჩენით და უსირცხვილო მინიშნებებით სავსე სიუჟეტი
06-10-2015, 00:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსთავი2"-ზე 5 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს ვრცელი განცხადებით პასუხობს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. საკითხი ორი დღის წინათ გორში ჯარისკაცის გარდაცვალებას და ამ ფაქტის გამოძიებას ეხება. ხიდაშელი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს არაობიექტურობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სიუჟეტი, რომელიც ამ თემაზე მომზადდა, "სტანდარტულ - სამარცხვინო - ნაცმოძრაობული წინასწარი დასკვნებით, რუსთავი2-ის მიერ გამოტანილი განაჩენით და უსირცხვილო მინიშნებებით სავსე სიუჟეტი"-ა.  


გთავაზობთ თინათინ ხიდაშელის განცხადებას, რომელიც მან Facebook -ის გვერდზე გაავრცელა.


"მთელი დღე თავს ვიკავებდი ამ თემაზე კომენტარისგან და რამის დაწერისგან მაგრამ 9 საათიანი "კურიერის" სიუჟეტს გუშინ გარდაცვლილ ჯარისკაცზე ისე ვერ გავატარებ.


ჩემი შეფასება: სტანდარტულ - სამარცხვინო - ნაცმოძრაობული წინასწარი დასკვნებით, რუსთავი2-ის მიერ გამოტანილი განაჩენით და უსირცხვილო მინიშნებებით სავსე სიუჟეტი. ამასობაში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებაზე ვსაუბრობთ და ოჯახის დიდ ტრაგედიაზე.


რატომ ვფიქრობ ასე. მივყვეთ სიუჟეტს.


1. ფრაზა სიუჟეტიდან "თავდაცვის უწყებისაგან განსხვავებით, გამოძიებას ითხოვს კომიტეტი".
ანუ რა გამოდის, კომიტეტი ითხოვს გამოძიებას და ჩვენ უარზე ვართ? თუ გამოძიებას არ ვატარებთ? თუ ეს განსხვავებით რას ნიშნავს და რა ემოციას უტოვებს მსმენელს?


2. უკვე მეორე დღეა კომენტარს არ აკეთებს თავდაცვის სამინისტრო და მხოლოდ ამ პატარა განცხადებით შემოიფარგლა.


დიახ, გუშინ გარდაცვლილის ოჯახისათვის შეტყობინებისთანავე გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ განცხადება, იმიტომ რომ გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების სრულიად განსხვავებული სტანდარტია დღეს სამინისტროში. მაშინვე გაიგო მედიამ და ვინმეს კარების მტვრევა და ფარული კამერები არ დაჭირვებიათ ჭორად გაგებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. არც გარდაცვლილ ჯარისკაცზე ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დაჭერით ვემუქრებით ვინმეს.


ისე რომ უკვე მეორე დღეა არ აკეთებს განცხადებას ტექნიკურად ტყუილია, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისად ორი დღე ვერ გამოდის, დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პირდაპირ ეთერში იყო და ისაუბრა ამ თემაზე ზუსტად იმდენი და იმ პროფესიონალიზმით პასუხიმსგებლობიანი ადამიანები როგორც საუბრობენ. რუსთავი 2-ს არ დაუპატიჟივართ ეთერში და შესაბამისად ვერ ექნებოდა პასუხები.


ინფორმაციისთვის, თავდაცვის სამინისტროს წინ ხიდზე ყოველ დილით რომ დადგეს კაკულია ან ვინმე სხვა არც ერთ სიტყვა არ იქნება ნათქვამი სანამ ზუსტად არ დავრწმუნდებით რომ ყოველი სიტყვა ფაქტებით იქნება დადასტურებული და აბსოლუტური სიმართლე.


აქვე პატარა შენიშვნა: განცხადებას მაშინ აკეთებენ როდესაც რამე ახალი და განსხვავებული აქვთ სათქმელი. განცხადებას აკეთებენ უწყენები მათი სურვილით და არა ვინმეს მოთხოვნით და დაძალებით. კითხვებზე პასუხს კი წინ არაფერი უდგას როდესაც ასეთი კითხვის დასმის სურვილი უჩნდებათ შესაბამის დროს და ფორმატში.


3. გამოძიებამ ამ დრომზე ვერ დაადგინა -- სავარაუდოდ ეს სიუჟეტი როდესაც მზადდებოდა 24 საათიც არ იყო გასული შემთხვევიდან. ანუ რუსთავი 2 ჩვენგან ითხოვს რომ 24 საათში უნდა ყოფილიყო ბალისტიკური, ტრასოლოგიურისამედიცინო ექსპერტიზების პასუხი, ყველა დასკვნა და ა.შ.


სავარაუდოდ სწორედ ასეთ და მსგავს სიტუაციებში ამბობს ხოლმე რუსთავი 2 რომ ისინი ეფექტურები იყვნენ და ესენი არაო, ოღონდ არაო არ ამბობს, ცუდ სიტყვებს ამბობს ხოლმე.
ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშებით მეგობრებო, ადამიანის სიცოცხლეს. არ ვიცი ეს რა ღირებულებაა თქვენთვის, მაგრამ კიდევ ერთელ დამარცვლით, სანამ არ გვექნება საბოლოო პასუხები, დამატებითი განცხადებები არ იქნება;


24 საათში, ან თუნდაც 72 საათში ასეთ დასკვნებს დებენ მხოლოდ ისინი ვინც თავად უკვეთავს, ან თავად აკეთებს და შესაბამისად ვერსიაც წინასწარ მოფიქრებული აქვს როგორ უნდა მოგატყუოთ. ასეთ 24 საათიანი განაჩენებს და პასუხებსაც ისინი ითხოვენ ვინც ამ ბოლის მულტიპლიკაციის რეჟიმში მუშაობს და კონვეირის ნაწილია.


4. კიდევ ბევრი ფრაზა შემიძლია ამ პატარა სიუჟეტიდან გავიხსენო, მაგრამ ისედაც გრძელი გზავნილი გამოვიდა და ბოლო სიტყვებზე შევჩერდები. "თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ პირობას დებდა,რომ სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების თვითმკვლელობის ფაქტების პრევენციას მოახდებნდა, თუმცა თამაზ თამაზაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორე ჯარისკაცია , რომელიც ბაზის ტერიტორიაზე დაიღუპა."


მეგობრებო შესაბამისად, განაჩენიც დამდგარია. რუსთავი 2-მა უკვე იცის რომ თავდაცვის სამინისტრომ ერთ თვის წინ დადებული პირობა ვერ დაიცვა იმიტომ, რომ უკვე მეორე ჯარისკაცი გარდაიცვალა თვითმკვლელობის გამო.



სულ ეს იყო, ბოდიში გრძელი გზავნილისთვის. ამის შემდეგ ვიცი გაბრაზდებიან, ეთერში ჩემი კეფის ჩვენებასაც მოერიდებიან, შესაძლოა ისიც კი მოახერხონ რომ ზეგ და მაზეგ თავდაცვის მინისტერიალიც არ გააშუქონ სიბრაზის გამო, მაგრამ მე ხომ ამას შეჩვეული ვარ", წერს თინათინ ხიდაშელი.

 

 

 

 

 

კომენტარები: 2
#2   SS
      
ხალხი მარსზე გადადის საცხოვრებლად და ესენი ისევ 'ნაცებიიი...', 'რუსთავი ორიიიიი...'

))))))
6 ოქტომბერი 2015 03:24
#1   ელგუჯა მირველაშვილი
      
ქალბატონო თინათინ, ვფიქრობ არ გიკვირთ რუსთავი2-ს ასეთი ბინძური გამოხდომა. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან და სრულიად მთავრობასთან, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ ხალხს თქვენი და მთლიანად მთავრობის საქმიანობის შესახებ (შესაბამისმა სამსახურებმა და თუ ასეთი სამსახურები არ არსებობს შექმენით და თანაც სასწრაფოდ). ვიცი, რომ ხელისუფლება ასეთი ხელშეშლის პირობებში, როგორსაც ახორციელებს ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი ორგანიზაციები თუ ცალკეული პირები, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და კიდეც გააკეთებს, მაგრამ ვიმეორებ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მივიდეს ხალხთან. უბრალო მაგალითს გეტყვით. ამასწინათ რუსთავი2-მა მოძებნა სოფელი სადაც ადამიანები ე.წ. ლამფით ხელში გაიძახოდნენ, რომ დენი არ აქვთ წლების განმავლობაში. დიახ ეს სოფელი მისახედია და ნამდვილად უნდა ჰქონდეთ ელემენტარული პირობები მაინც, მაგრამ მე სხვა რამის თქმა მსურს - გაიძვერა რუსთავი2-მა ამ სოფლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა ნაციონალების მმართველობის დროს?, თუ მაშინ ამ სოფელს დენი ჰქონდა და ახლანდელმა ხელისუფლებამ გაუთიშა. აი ასეთი ხრიკებით ატყუებენ ხალხს და თუ საბოლოოდ გაუვიდაღ ასეთი ტყუილები და მიაღწიეს მიზანს, როგორც ნათქვამია, შარშანდელი თოვლივით დაავიწყდებათ ამ სოფლის არსებობა.
6 ოქტომბერი 2015 01:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი