შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი, ვლადიმერ გასპარიანი ეწვია.
შსს-ს ცნობით, მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმერ გასპარიანმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. საქართველოს შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.