ჯოკია ბოდოკია ქრთამის აღებაზე წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს
07-10-2015, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას ქრთამის აღებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ 50 000 ლარი, რომელიც აიღო კერძო კომპანიისთვის, პროექტის ხელმძღვანელის მომსახურებისთვის იყო განსაზღვრული.


ბოდოკიამ საქალაქო სასამართლოში მისი ბრალდების საქმეზე ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ შპს "დარიოუშენის" წარმომადგენელთან ნათია მახარაშვილთან დანაშაულებრივ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ბოდიკიას თქმით, მას ყოფილი თანამშრომელი გია გურგენიძე დაუკავშირდა, რომელიც "ენ ტურში" მასთან ერთად ადრე მუშაობდა და სთხოვა, რომ მისი ნაცნობი გოგონასთვის კონსულტაცია გაეწია.


"როდესაც ვკითხე ვინ იყო ეს გოგო და რა ვალდებულება ჰქონდა გია გურგენიძეს მასთან, მან მითხრა, რომ ეს გოგონა მოსწონდა და მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ამის შემდეგ შევხდი ნათია მახარაშვილს გურგენიძის    თხოვნის საფუძველზე, რათა გამეწია კონსულტაცია". - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.


მისივე თქმით, ნათია მახარაშვილისგან მან შეთავაზება მიიღო, რომ "დარიოუშენის" პროექტის მენეჯერი გამხდარიყო. ბოდოკიას თქმით, პროექტის ხელმძღვანელად მუშაობისთვის მან თვეში 2 000 დოლარი მოითხოვა. ამასთან საქმის კურსში ჩააყენა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი თამაზ ცერცვაძე პროექტთან დაკავშირებით.


"შევთანხმდით, რომ როგორც კონსულტანტი დამეხმარებოდა თამაზ ცერცვაძე. ეს პროექტი ჯდება მილიონნახევარი და 10% შეადგენს 150 000 ლარს. მახარაშვილმა მითხრა, რომ 50 000 ლარს წინასწარ მომცემდა. ეს გამიკვირდა, შემდეგ ცერცვაძეს ვკითხე და მან მითხრა, რომ ასე ხდება და ნაწილს წინასწარ იხდიდნენ", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.


მისი თქმით, დანაშაულთან შეხება არ აქვს. როგორც მან აღნიშნა, შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იგი ფინანსთა სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და გაფლანგვა რომ სდომოდა "იმდენს იზამდა, რომ შვილებს და შვილიშვილებსაც ეყოფოდათ", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ, რომელმაც გაიხსენა, რომ ფინანსთა სამინისტროდან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ წამოვიდა.
ბოდოკიას დაკითხვა საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

ipn.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი