კახა კალაძე: საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა
09-10-2015, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრერმიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან კაიალარი მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი, 500 კვ ქვესადგურის „მარნეული-500“-ის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.


თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მარნეული-500“-ის ქვესადგური, 50 მილიონი ევროს ღირებულების „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ნაწილია. პროექტს აზიის განვითრების ბანკის დაფინანსებით (ADB), “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორცხიელებს.


„ჩვენ -ამ ქვეყნის მთავრობა და საზოგადოება ძალიან კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების ერთობლივი მიზანია საქართველო გახდეს სანდო, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა, ეს ის მოცემულობაა რომელითაც დადებითი შედეგი დადგება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მოსახლეობისთვისაც, მეზობლებისთვისაც და პარტნიორებისთვისაც.


საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა. ჩვენ გვაქვს დროში გაწერილი სტრატეგია ამ მიზნის შესასრულებლად და ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სულ მალე საოცნებო კი არა ხელშესახები რეალობა იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.


ახალი ქვესადგური არსებულ, 220/110 კვ ქვესადგურს „მარნეული“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება, რომელსაც სსე საკუთარი ძალებით აშენებს. 500 კვ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია ”ბესტი” განახორციელებს. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 660 მეგავოლტამპერი იქნება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.


პარალელურ რეჟიმში დაპროექტდა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ვარძია“ მარნეულის 500 კვ ქვესადგურში შეჭრის პროექტი, რომელსაც ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შვილობილი კომპანია ”ენერგოტრანსი” განახორციელებს. პროექტი შემუშავებულია სსე-ის პროექტების დეპარტამენტის მიერ და გავლილი აქვს სახელმწიფო სავალდებულო ექსპერტიზა.


გარდა ამისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკუთარი ძალებით ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოდა-2“ მარნეულის ქვესადგურში შეჭრის პროექტს. ამისათვის 220 კვ ქვესადგურში „მარნეული“ მიმდინარეობს ე.გ.ხ-ის შეჭრის და ახალი უჯრედების მოწყობის სამუშაოები.


პროექტმა გაიარა ექსპერტიზა, შეძენილია მასალა-მოწყობილობები, შეთანხმებულია საძირკვლების ნახაზები, დაკვალულია საყრდენების დასმის წერტილები, დამტკიცებულია ქვესადგურის სქემა, დასრულების სტადიაშია ქვესადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა. მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყება საძირკვლების მოწყობის და, შემდეგ, ხაზის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგება, გაიზრდება ენერგოსისტემის საიმედოობა და ხელი შეეწყობა მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონალურ ვაჭრობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი