ბიძინა ივანიშვილი მთლიანად დააფინანსებს ნახევარი მილიარდი დოლარის ორ პროექტს
09-10-2015, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ჯამში ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.


„დღეს არის ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის მორიგი სხდომა. მინდა, გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის, ასევე, გია დვალის როლი არის მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის წამოწყება საქართველოში იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა. პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი „ქართუ". ასე რომ, მადლიერებით მინდა აღვნიშნო მისი წვლილი. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან განზრახულობათა ოქმი ცოტა ხნის წინათ გააფორმა.


აღნიშნულ ოქმს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობის პროექტი რევოლუციურია.


"ეს არის საქართველოსთვის მართლაც რევოლუციური პროექტი, რადგან ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში მეხუთე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოში მეცნიერების განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პროექტში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები, მკვლევარები, რაც მათ განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და პირადად ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

კომენტარები: 16
#16   roma
      
მე უნდა დავაფინანსო სხვა გალაქტიკაში გასაფრენი ცენტრი და ამაში რამოდენიმე მილიარდის ჩადებას ვაპირებ
5 ნოემბერი 2015 12:32
#15   ZVANELI
      
ARCHEVNEBI AXLOVDEBA DA ICKEBA XALXIS DABOLEBA, VARIANTI AR ARIS ROM RAIME AASHENOS, ES GAVS SOPLIS MEURNEOBISTVIS MICEMUL 1 MILIARDS, NU GABRIKVDEBIT, ERTXEL MOGATKUAT, EXLAC ITKUEBA...
17 ოქტომბერი 2015 10:55
#14  medea
      
შესანისნავია!
15 ოქტომბერი 2015 05:15
#13   levani
      
ციტატა: araa sajiro
ციტატა: სტუმარი
რა უმადურია ხალხი, თქვენსას ხომ არ ხარჯავს ეს კაცი, თავისას ხარჯავს ისევ თქვენი მომავლისთვის, სულ კუჭზე რომ ფიქრობთ იმიტომ ვართ ამ დღეში. გვაცადებთ ახალგაზრდებს სწავლა გვინდა და ეს კაცი ხელს გვიწყობს. თუ არ მოგწონთ ეს რეჟიმი, და არ გინდათ შრომა_წვალება, ისე ყოფილი "რეჟიმებიც" გაჭმევდათ , გაიშვირეთ ისევ ხელი იმათკენ.

shen gaaxile girchevnia tvalebi rom kargad dainaxo dgevandeli saqartvelo,chvensas jamen aba visas jamen she martla umaduro,shennairebi rom yavs saqartvelos imitomacaa am dgeshi....xalxi shimshilit kvdeba da xels ar andzreven. ...tqvennairebi rom moshordebian saqartvelos mere albat gveshveleba. ..

ციტატა: araa sajiro
ციტატა: სტუმარი
რა უმადურია ხალხი, თქვენსას ხომ არ ხარჯავს ეს კაცი, თავისას ხარჯავს ისევ თქვენი მომავლისთვის, სულ კუჭზე რომ ფიქრობთ იმიტომ ვართ ამ დღეში. გვაცადებთ ახალგაზრდებს სწავლა გვინდა და ეს კაცი ხელს გვიწყობს. თუ არ მოგწონთ ეს რეჟიმი, და არ გინდათ შრომა_წვალება, ისე ყოფილი "რეჟიმებიც" გაჭმევდათ , გაიშვირეთ ისევ ხელი იმათკენ.

shen gaaxile girchevnia tvalebi rom kargad dainaxo dgevandeli saqartvelo,chvensas jamen aba visas jamen she martla umaduro,shennairebi rom yavs saqartvelos imitomacaa am dgeshi....xalxi shimshilit kvdeba da xels ar andzreven. ...tqvennairebi rom moshordebian saqartvelos mere albat gveshveleba. ..
ეეე, ვირიშვილო სტუმარო , ამ კაცს ხმა მისცეს კონკრეტული დაპირებებისთვის , ნ\მან კი რაქნა? პოლიტიკურ სპექტში შემოყარა ნაგავი და ტავად დატყდა , გაიგე , და კიდევა დიახაც ჩვენსას ხარჯავს , ჯერ მარტო ამ ლარის გაუფასურებით უზარმაზარი ფული იშოვა , მთელი ქვეყნის მშტაბით უხარმაზარი ქონებები გადაიფორმა მახინაციებით
11 ოქტომბერი 2015 23:37
#12  pavlika
      
მეცნიერება თავისთავად ღირებულებაა, არავინ დაობს, მაგრამ ასეთ ღირსეულ საქციელს, და გმირობებს, (ქვეყნისთვის) უკეთესი იქნებოდა უმუშევრობის პრობლემაზე ეზრუნა და ამხელა თანხით მცირედით მაინც მოეგვარებინა ეს პრობლემა... ილუზიებით ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ შეხედეთ რეალობას!
11 ოქტომბერი 2015 15:32
#11  araa sajiro
      
ციტატა: სტუმარი
რა უმადურია ხალხი, თქვენსას ხომ არ ხარჯავს ეს კაცი, თავისას ხარჯავს ისევ თქვენი მომავლისთვის, სულ კუჭზე რომ ფიქრობთ იმიტომ ვართ ამ დღეში. გვაცადებთ ახალგაზრდებს სწავლა გვინდა და ეს კაცი ხელს გვიწყობს. თუ არ მოგწონთ ეს რეჟიმი, და არ გინდათ შრომა_წვალება, ისე ყოფილი "რეჟიმებიც" გაჭმევდათ , გაიშვირეთ ისევ ხელი იმათკენ.

shen gaaxile girchevnia tvalebi rom kargad dainaxo dgevandeli saqartvelo,chvensas jamen aba visas jamen she martla umaduro,shennairebi rom yavs saqartvelos imitomacaa am dgeshi....xalxi shimshilit kvdeba da xels ar andzreven. ...tqvennairebi rom moshordebian saqartvelos mere albat gveshveleba. ..
11 ოქტომბერი 2015 02:58
#10   სტუმარი
      
რა უმადურია ხალხი, თქვენსას ხომ არ ხარჯავს ეს კაცი, თავისას ხარჯავს ისევ თქვენი მომავლისთვის, სულ კუჭზე რომ ფიქრობთ იმიტომ ვართ ამ დღეში. გვაცადებთ ახალგაზრდებს სწავლა გვინდა და ეს კაცი ხელს გვიწყობს. თუ არ მოგწონთ ეს რეჟიმი, და არ გინდათ შრომა_წვალება, ისე ყოფილი "რეჟიმებიც" გაჭმევდათ , გაიშვირეთ ისევ ხელი იმათკენ.
10 ოქტომბერი 2015 12:18
#9  pavlika
      
სისულელეა. ჯერ ადრეა...

რა იდიოტია...
10 ოქტომბერი 2015 11:40
#8   ania
      
არაა საკმარისი, ბიძო სულ დადე შენი ქონება, ეს ხუმრობიტ და ახლა სერიოუზლობიტ

კი მაგრამ ან ამდენი ეკლესია ან ეს რატ გინდატ ტუ ქარტველები არარ დავრჩიტ ამ ქვეყანაში? რისტვიდ აშენებტ? ტურქი, ჩინლი, ერაყელ ინდუსებისტვის ეგ ქვეყანა რომ ივსება?

ბიძინა, ტუ გული შეგტკივა ქვეყანაზე, ჯერ მის გამრავლებაზე იფიქრე, თითო შვილზე ფული და პრემია და მრავალშვილიანებს კი სახლები, აი მაშინ გამოჩნდება რა მამულიშვილი ხარ, ასევე სოფლის აღორძინება და ეგ მილიარდები სენც რომ იხერიო ინდუსტრია/ სოფლის მეურნეობაში ჩადე ამ ხახლსს ეშველება უცხოეტში მონებად რომ მუშაობენ და ქვეყანასაც
ამას მე რატ უნდა ვამბობდე, თქვენ ხომ ჩემზე ატასჯერ მეტი იციტ
10 ოქტომბერი 2015 05:05
#7  nika
      
Archevnebi axlovdeba da daicyen isev ivanishvilio da amas gaaketebs da imaso. Ras gaaketebs Bidzina?rasac sul xalxis da kveynistvis arafels, tavistvis ki tu chadebs naxevar miliards amoigebs ornaxevars. Aba dges rat unda sakartvelos iseti centri romelic 5tia msoflioshi da darcmunebuli var 5tive ekonomikurad dzlier kveynebshi ikneba.da tu Bidzinas martlac unda fulit daexmaros kveyanas daicyos mere gasaketebis meti raa sakartveloshi ger rac dapirda xalxs is gaaketos
9 ოქტომბერი 2015 22:07
#6   ინტრიგანი :)
      
http://iverioni.com.ge/13736-beso-sagharadze-sachothiro-kithkhvebs-pasukhi-unda-
gaeces.html
9 ოქტომბერი 2015 15:23
#5   ილია
      
რა ბირთვული კვლევები?
ბირთვული კვლევები, ასტრონომია, თეორიული ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებები და ა.შ. ეს ყველაფერი რასაკვირველია საჭიროა საერთოდ მეცნიერების განვითარებისთვის!
რასაკვირველია ამ დარგების დაფინასებას მიესალმებიან ამ დარგებში მომუშავე მეცნიერები!
მაგრამ
ამას ყველაფერს უჩვენოთ აკეთებენ მხოლოდ (მხოლოდ) ეკონომიკურად მძლავრი ქვეყნები!
საკაცობრიო პრობლემები დღეს ჩვენი საქმე არ არის! ყველამ თავის მამიდას მოუაროს!

ჩვენს ქვეყანას კი სასწრაფოდ სჭირდება გამოყენებითი მეცნიერებების განვითარება: კიბერნეტიკა, ავტომატიკა, ელეკტრონიკა, ბიოლოგია, კვების მრეწველობა, მასალათმცოდნეობა და ა.შ. დარგები, რომლებიც 2-3 წელიწადში დადებენ შედეგს და არა 20-30 წლის შემდეგ, ან არასდროს!
ზოგად საკაცობრიო პრობლემებზე არ უნდა იხარჯებოდეს ბიძინას ფულები და არ უნდა ცდებოდნენ ჩვენი მეცნიერები!
არ გვაქვს ჩვენ ასეთი ფუფუნების უფლება!

(მეცნიერების დაფინანსებაზე თუ მეცნიერებს ელაპარაკეთ, გაგაგიჟებენ! ყველა თვლის, რომ მისი დარგია კაცობრიობისთვის უმნიშვლოვანესი!
მეცნიერები წინადადებით უნდა შემოდიოდნენ, ხოლო რა დარგს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ამას ყოველთვის წყვეტდა ხელისუფლება და ბიზნესი!)

რა იციან ან გია დვალმა, ან უცხოელმა მეცნიერებმა, რა სჭირდება საქართველოს?
9 ოქტომბერი 2015 14:03
#4   ავთანდილ ბახტაძე
      
მოსკოვში ცხოვრობს ქართველი მეცნიერი/ონკოლოგი/ აპოლონ ქარსელაძე მუშაობს ონკოლოგიის ინსტიტუტში ის ხელმძღვანელობს ანალიტიკის დიაგნოსტიკის და ლაბორატორიულ დეპარტამენტს ის არის რამოდენიმე ქვეყნის აკადემიის აკადემიკოსი,ფლობს თორმეტ ენას ქართულის და რუსულის გარდა,შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ მოიწვიოს ეს ადამიანი ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრში,ვფიქრობ ეს ადამიანი დიდ სარგებლობას მოუტანს აღნიშნულ ინსტიტუტს
9 ოქტომბერი 2015 13:37
#3   terasini
      
დიდი მადლობა უაღრესი პატივისცემით.ღმერტის წყალობა ყველა საქმეში..
9 ოქტომბერი 2015 13:16
#2   ავთანდილ ბახტაძე
      
მოსკოვში ცხოვრობს ქართველი მეცნიერი/ონკოლოგი/ აპოლონ ქარსელაძე მუშაობს ბლოხინის ინსტიტუტში ხელმძღვანელობს დიაგნოსტიკის ანალიზის და ლაბორატორიულ დეპატამენტს არის რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,შესაძლებელია საქართველოს მთავრობას გამოადგეს ეს ადამიანი აღნიშნული ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შემდგომ საქმიანობაში. აღსანიშნავია ა.ქარსელაძე ფლობს თორმეტ ენას ქართულის და რუსულის გარდა
9 ოქტომბერი 2015 12:43
#1   ciala Gvinjilia
      
როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ინოვაცია და ის რაც ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ყოველთვის ქვეტექსტები ხომ არ უნდა ვეძებოთ........
9 ოქტომბერი 2015 12:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი