[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1 მილიარდი დოლარის მოპარვის ბრალდებით პარლამენტში დააკავეს
16-10-2015, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოლდოვის ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ვლად ფილატი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში, 2009- 2013 წლებში მოღვაწეობდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით,  ე.წ. აფიორებში მოლდოვის მთავრობის ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ხელშეწყობით მონაწილეობდა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკი, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარი მოიპარეს.


სამართალდამცველებმა ვლად ფილატი ანტი- კორუფციულ ბიუროში პარლამენტიდან წაიყვანეს. დაპატიმრებამდე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა. გენერალური პროკურორის თხოვნით, ფილატს დღესვე მოუხსნეს იმუნიტეტი.


მას ბრალად ედება საბანკო სისტემიდან გამქრალ 1 მილიარდ დოლართან კავშირი. "ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, დოკუმენტები, ჩვენებები. მტკიცებულებებით დასტურდება პრემიერობის დროს ფილატის კავშირი დაკარგულ 1 მილიარდ დოლართან - " განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.


" მე არ მჭირდება ხელშეუხებლობა და იმუნიტეტი. მზად ვარ სასამართლოს წინაშე წარვსდგე და ყველა წვრილმანი უნდა გაირკვეს. ადგილი აქვს იაფფასიან შოუს"- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.


საპარლამენტო არჩევნების წინ, მოლოდოვის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარი გაქრა, რასაც გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას, ვადამდელ არჩევნებს და საუკუნის ქურდობის გახსნას ითხოვს. ნაწილი რუსეთთან დაახლოების მომხრეა, ნაწილი ევროპასთან ინტეგრაციის.

 

 

კომენტარები: 1
#1   ania
      
მიშამ და მისმა დამქაშებმა ატი მაგდენი მოიპარა მარა კი არიან გარეტ
26 ოქტომბერი 2015 06:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი