სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ნინო წიკლაურმა, რომელიც ქართული დელეგაციის მედროშე იყო, გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა. ამ მაჩვენებლით ნინო წიკლაურმა მოთხილამურეთა შორის საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა.
ეს ქალების პირველი გამოსვლა იყო გიგანტურ სლალომში, მეორე დაშვება საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური 21 თებერვალს სლალომშიც იასპარეზებს.
სოჭში ოთხი ქართველი სპორტსმენი ასაპარეზობს. 19 და 22 თებერვალს იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) თამაშებში19-20 თებერვალს ჩაერთვება.
სოჭიდან პირდაპირი ტელეტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს 11:00 საათიდან დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.