მანანა კობახიძე: ასეთი კადრები არასოდეს ქრება უკვალოდ, როგორც ფაშიზმის დანაშაულის კადრებს ვერავინ წაშლის, აი ზუსტად ისე
19-10-2015, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასეთი კადრები არასოდეს ქრება უკვალოდ, როგორც ფაშიზმის დანაშაულის კადრებს ვერავინ წაშლის, აი ზუსტად ისე, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი" მანანა კობახიძე ადამიანის წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ჩანაწერების გამოქევყნებას.


Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კი არა, სრულიად ქართველი ხალხი, ჯანსაღი და გონიერი ქართველი ხალხი უნდა მოერიოს იმ უბედურებას, რასაც ქართული ნაციზმი თუ მიშიზმი ქვია".


"უმძიმესი კადრები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, საქართველოს პარლამენტის შენობაში, დახურულ ფორმატში აჩვენეს დეპუტატებს. მე ვერ შევძელი ყურება და დავტოვე დარბაზი... ვერც ახლა ვუყურებ! (რამდენჯერ უნდა ჩავარდეს საზოგადოება შოკში ამ კადრების ყურებით და რამდენჯერ უნდა განადგურდეს თავად მსხვერპლი ან მისი ოჯახი?!) შეიძლება, ჩემგან ეს არ არის სწორი და პოლიტიკოსს ემოციაზე მეტად, ცივი გონება მოეკითხება, მაგრამ ამ წუთას ეს არ არის მთავარი! ხომ უდავოა, რომ ეს უბედურება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების მიერ იქნა ჩადენილი. ბუნებრივია, სწორედ ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე. ერთი რომ, მას ოფიციალური თანამდებობის პირები ახალისებდნენ, ხელს უწყობდნენ, უკვეთავდნენ ან თავად ჩადიოდნენ და მეორე, არავინ იძიებდა მათ და მეტიც, ეს სისასტიკე, შეიძლება მავანთა თანამდებობრივი წახალისების, დაწინაურების, პრემირების საფუძველიც კი იყო! შეცდომა არ მოგვივიდეს, ამ კადრებზე როცა ვსაუბრობთ, პირად ცხოვრებაზე ნუ გადავიტანთ აქცენტს. გაუპატიურება წამების ტოლფასი დანაშაულია, უმძიმესი დანაშაული და სწორედ ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ეს კადრები. დანაშაულის მამხილებელია ეს კადრები და ფაქტია, რომ ის არსებობს და ის ვერასოდეს წაიშლება, ვერ განადგურდება, რაც არ უნდა მოვინდომოთ! ასეთი კადრები არასოდეს ქრება უკვალოდ, როგორც ფაშიზმის დანაშაულის კადრებს ვერავინ წაშლის, აი ზუსტად ისე! მესმის, რომ დაზარალებულების უფლება და მათი ინტერესები უნდა იყოს დაცული, მათი ვინაობა, პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაფარული, მაგრამ თვითონ ამ დანაშაულის სამხილს ვერ გავაქრობთ, როგორც არ უნდა ვეცადოთ. ეს იგივეა, მსხვერპლს რომ ვეძახოთ, დაივიწყე, ისეთი არაფერი მოგსვლიაო! ამიტომაც, ვიღაც გამავრცელებელზე, უკრაინაში თუ სხვაგან, კი ნუ გადავიტანთ ძირითადად ყურადღებას, არამედ, თავად შემსრულებლებზე, ამ დანაშაულის მოქმედ "გმირებზე" და მათ ხელშემწყობებზე ვიმსჯელოთ. იმედი მაქვს, რომ ის არაკაცები, ვინც ეს უშუალოდ ჩაიდინა, ციხეში სხედან!!! და სწორედ პროკურატურამ, დეტალურად უნდა აუხსნას საზოგადოებას, სათანადოდ აგებინეს თუ არა პასუხი დამნაშავეებს.... ახლა კი მთავარი, იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ამ მახინჯ, დანაშაულებრივ სისტემას ქმნიდა, ვინც ღირსების აყრას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მთავარ ინსტრუმენტად იყენებდა, მწამებლებს ხელს აფარებდა და ა.შ რა პოლიტიკური აწმყო ან მომავალი უნდა ქონდეს?! აწმყო, ხომ სავალალოა - ისინი პარლამენტში სხედან და კიდევ ბედავენ ამომრჩევლის სახელით საუბარს! აი, როგორი მომავალი ექნება მათ და რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას, ეს ისევ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს! ისევ ხალხი, საზოგადოება თავისი ხმებით უნდა მოერიოს ამ დანაშაულებრივ მოძრაობას, სხვა ყველა და ყველაფერი უძლური იქნება ამ ბოროტებასთან ბრძოლაში. "ქართული ოცნება" კი არა, სრულიად ქართველი ხალხი, ჯანსაღი და გონიერი ქართველი ხალხი უნდა მოერიოს იმ უბედურებას, რასაც ქართული ნაციზმი თუ მიშიზმი ქვია", - წერს მანანა კობახიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი