8 სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევის შემაშფოთებელი შედეგი: რას იწვევს ტელევიზორისთვის ყოველდღიურად 2 საათიანი ყურება?
18-02-2014, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეში ტელევიზორისთვის მხოლოდ 2 საათიანი ყურებაც კი შესაძლოა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი იყოს, - აცხადებენ ექიმები.

 

 

ტელევიზორისთვის დღეში 2 საათზე მეტ ხანს ყურება შესაძლოა ადრეული სიკვდილის გამომწვევი იყოს, - ამტკიცებენ მეცნიერები.

 

 

მათ აღმოაჩინეს, რომ ტელევიზორისთვის ყოველდღიურად 2 საათიანი ყურება დიაბეტის 2 სახეობის 20%-ით მეტად განვითარების რისკის შემცველია, 15%-ით მეტია ფატალური თუ არაფატალური გულის დაავადების განვითარებისა და 13%-ით მეტია ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის რისკი.

 


ასევე, გაზრდილი რისკების უკან მოიაზრება ვარჯიშების ნაკლებობა და უხარისხო საკვების მიღება ტელევიზორის ყურებისას - აცხადებენ მეცნიერები, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის დოქტორი ანდრეს გრონტვედი და ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დოქტორი ფრანკ ჰუ.

 

 

მათი გამოკვლევები, რომელიც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში დაიბეჭდა, ეყრდნობა რვა სხვადასხვა კვლევის ანალიზს, რაშიც დაახლოებით 235 000 ადამიანი იყო ჩართული.

 

 

მკვლევარების შეფასებით, 100 000 ადამიანიდან, რომლებიც ყოველდღიურად 2 საათი უყურებენ ტელევიზორს, 178-ს დიაბეტის 2 სახეობა უვითარდება, 38 ადამიანი ფატალური კარდიოვასკულარული დაავადების რისკის ქვეშაა, 104 ადამიანი კი ნებისმიერი სახის დაავადებისაგან სიკვდილის რისკჯგუფში ექცევა.

 


ბრიტანული გულის დაავადებათა დაწესებულების წარმომადგენელმა მორენ ტალბოტმა განაცხადა: "ეს გამოკვლევა კიდევ უფრო აძლიერებეს არსებულ სამხილს იმისას, რომ მჯდომარე ცხოვრების წესმა, მაგალითად როგორიცაა ტელევიზორის ყურება, შესაძლოა გაზარდოს დიაბეტის 2 სახეობისა და გულისა და გულსისხლძარღვთა მიმოქცევის დაავადებათა რისკების განვითარება."

 


"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ვკარგავთ საუკეთესო დროს საღამოობით ტელევიზორის წინ დივანზე წამოშხლართულები, მივირთმევთ ნამცხვარს, ჩიპსებს თუ სხვადასხვა სასუსნავს, ვსვამთ შაქრის მაღალი შემცველობის გამაგრილებელ თუ ალკოჰოლურ სასმელებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ასეთი წესი არ იქცეს რეგულარულ აქტივობად."

 

 

"ჩვენ უნდა ვეცადოთ დროის რაციონალური შერჩევა, თუ რამდენი ხანი უნდა ვუყუროთ დღეში ტელევიზორს და თუ რა დრო უნდა დავხარჯოთ სხვა აქტივობებზე."

 

 

"ჩვენ კვირაში სულ მცირე 5 დღე მაინც გვესაჭიროება დღეში 30 წუთით ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, რათა ჩვენმა გულებმა გამართულად იმუშაონ."

 


მომზადებულია ბრიტანული პრესის მიხედვით

 

 

guardian.ge 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი