ვაჟა ბერიძე: ვნახოთ და მერე ავკრძალოთ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც ეს გაბედა და ვინც ეს დაუშვა
23-10-2015, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების მომხრეა პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. მისი აზრით, ეს კადრები საზოგადოებამ უნდა ნახოს, "ვნახოთ და მერე ავკრძალოთ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც ეს გაბედა და ვინც ეს დაუშვა, ვინც სისტემურ დანაშაულად აქცია ასეთი რამ 21–ე საუკუნის საქართველოში", - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვაჟა ბერიძე.

 


"არამზადები სამოთხეში!
მეფისტოფელის აჩრდილი საქართველოში
„მეფისტოფელმა რომ ეს და სხვა მრავალი საშინელება ნახა, შეწუხებულმა – ადამიანები ჯოჯოხეთსაც წაბილწავენო, შემზარავი ხმით იკივლა: – სამოთხეში, სამოთხეში ეგ არმზადები“

 

 

ფაშისტების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებსა და სხვაგანაც ადამიანის დამცირება – წამების, სულიერი და ფიზიკური განადგურების ჯერ არნახული და ჯოჯოხეთური სურათები დაუტოვეს კაცობრიობას ნაცისტებმა ჭკუის სასწავლებლად. მოწაფეობისას მიხეილ კვესელევას „ას ერგასის დღით“ შემოვიდა, ეს კოშმარი ჩემს ცნობიერებაში და მერეც, ბევრ წიგნსა და ფილმში, ბევრ დოკუმენტურ მასალაში ვნახე და დავრწმუნდი, რომ ადამიანის გამხეცებას ბევრი არაფერი უნდა, თვით ცივილიზაციის მოწინავე ფორპოსტზე მდგომ ევროპაშიც კი.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ხალხის დიდი და მარადიული სირცხვილი, ტკივილია ის, რაც ხდებოდა, არავის აუკრძალავს მათი გამოქვეყნება – გასაჯაროება, მათ შორის ახალ, დემოკრატიულ გერმანიაში.

 

 

ახლა გვარწმუნებენ, რომ არ უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ, რაც 2003–2012 წლებში ხდებოდა საქართველოში, ადამიანის უფლებების ხელყოფის მხრივ.

 

 

უცნაურია!

 

 

ამიტომ, ვნახოთ და მერე ავკრძალოთ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც ეს გაბედა და ვინც ეს დაუშვა, ვინც სისტემურ დანაშაულად აქცია ასეთი რამ 21–ე საუკუნის საქართველოში. ვიდრე პასუხი არ გაეცემა კითხვას, როგორ გახდა ასეთი თავზარდაცემი ფაქტები შესაძლებელი დღეს საქართველოში, ამ ქვეყანას მომავლი არ აქვს. არ ვნახოთ და დავივიწყოთ? ისე, რომ ამ არაადამიანური დანაშაულების ჩამდენები, დამკვეთები და წამქეზებლები დაუსჯელები დარჩნენ? არჩევნების წაგება მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, ამ სისტემური დანაშაულისთვის არასაკმარისი საზღაურია.

 

 

ვნახოთ, განვსაჯოთ, გვახსოვდეს. საქართველოში ოკუპაციის მუზეუმიც უნდა არსებობდეს და არაადამიანების პარპაშის ამსახველი მუზეუმიც.

 

 

მეფისტოფელის აჩრდილი დაძრწის 21–ე საუკუნის საქართველოში...", წერს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი