ლევან ალაფიშვილი: რომელიმე დღე შეთქმულთა დღედ უნდა გამოვაცხადოთ
24-10-2015, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რომელიმე დღე შეთქმულთა დღედ და შეთქმულების გამომძიებელთა დღედ უნდა გამოვაცხადოთ" - ასე აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიების დაწყებას, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

 

 

ალაფიშვილმა მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოხატა და უახლესი წარსულიდან 2007 და 2014 წლები გაიხსენა.

 

 

"შეთქმულებაო - ამ შაბათს დილაადრიან ჩამესმა.

 


ვაჰ, მეგონა სიზმარში ვიყავი და მეც 8 წლით ახალგარზდა გახლდით, მერე თვალი გავახილე იქნებ გადაახვიეს ტელევიზორი-თქო - გამორთული იყო. ვენაში ნემსის ჩხვლეტამ გამომაფხიზლა (სისხლი ამიღეს): ცოცხალიც ვყოფილვარ, არც 8 წლით გავახალგაზრდავებულვარ და ტელევიზორიც 8 წლით უკან არავის გადაუხვევია. დღევანდელ საქართველოში ვყოფილვარ 8 წლის წინანდელი ანალოგებით.

 


ისე, მგონი, ოქტომბრის ბოლო ნოემბერის პირველი დეკადიდან რომელიმე დღე შეთქმულთა დღედ და შეთქმულების გამომძიებელთა დღედ უნდა გამოვაცხადოთ. 2007-ში (ტელეიმედი), 2014-ში (საბურავები) და დღეს, 2015-შიც სწორედ ამ პერიოდში მძლავრობს შეთქმულება და ხელისუფლებასაც ამ დროს უმძაფრდება სახელმწიფოებრივი გრძნობის აღქმა.

 

 

ისტორია მეორდებაო კი არის ნათქვამი, მაგრამ შეცდომებიც უნდა გამეორდესო - არ უთქვამთ.

 


ეს 2007 წლის ისტორიიდანაა: ”ამა წლის 7 ნოემბერს არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი ცნობილი იქნა ეჭვმიტანილად დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლი - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად,”- განაცხადა 9 ნოემბერს გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ." გვახოვს, სხვაც იყო ამ მუხლით "დანომრილი". იყო გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიც ...

 

 

2007 წლის შეცდომების დეტალები წესით იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, დღეს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრმა უნდა იცოდეს და ახსოვდეს, იმჟამინდელმა პოლიტიკოსებმაც და სამოქალაქო აქტივისტებმაც იციან და უნდა ახსოვდეთ.

 

 

ფრთხილად, გონს მოვუხმოთ, სამშობლო-სახელმწიფო არ დავკარგოთ ან რამეში არ გავუცვალოთ იმ ჩრდილოელს. განვითარების და სახელმწიფოებრიობის მატარებელი ისე ჩაგვიქროლებს ჩვენმა შვილთაშვილებმა წიგნებშიც კი ვეღარ წაიკითხონ რომ მათი სამშობლო ოდესღაც სახელმწიფო იყო", წერს ლევან ალაფიშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი