20 წლის ბრიტანელი რაგბისტი სმაში ონლაინ თამაშის მსხვერპლი გახდა (ვიდეო)
18-02-2014, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სნეინტონელი (ნოთინგემშა) 20 წლის ბრიტანელი ბრედლი იმსი ალკოჰოლური ონლაინთამაშის – “NekNominate”-ის მესამე მსხვერპლი გახდა. მან ჩაისთან ერთად 2 წუთში დალია დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი "ჯინი", (ბრიტანული არყის სახეობა) რის შედეგადაც გარდაიცვალა, – ამის შესახებ გამომცემლობა "დეილი მეილი" წერს.

 

 

ექვს თებერვალს, რაგბის თავგადაკლულმა მოთამაშემ, ბრედლიმ, ინტერნეტით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 2 წუთში, ერთ ლიტრ "ჯინს" ჩაის პაკეტებთან ერთად სვამს და მეგობრებსაც იგივეს გაკეთებისაკენ მოუწოდებს. 

 

 

ვიდეოში 20 წლის ბრედლი ამბობს: "მეგობრებო, თვალს ვადევნებ თქვენს თამაშს – “NekNominate”-ს და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვერ მოახდინეთ ჩემზე ვერანაირი შთაბეჭდილება. ამიტომ გადავწყვიტე, მეჩვენებინა, როგორ უნდა დალევა". ბრედლიმ, გულისრევის შეგრძნების მიუხედავად, ბოლომდე შესვა "ჯინში" დაყენებული ჩაი. მშობლები და მეგობრები აფრთხილებდნენ, რომ ეს ძალიან საშიში იყო ჯანმრთელობისთვის. სასიკვდილო კოქტეილის დალევიდან ოთხ დღეში ბრედლი იმსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელშიც გარდაცვალების ძირითად მიზეზად ალკოჰოლური კოქტეილი მოიაზრება. აღნიშნული ორწუთიანი ვიდეო ონალინ სივრცეში უკვე ხელმისაწვდომი აღარაა. 

 

 

ანალოგიური გამოძიება ტარდება ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც, რომლებიც ასევე თამაშ “NekNominate”-ში მონაწილეობის მიღების შემდეგ გარდაიცვალნენ.

 

 

თამაშის წესები მარტივია – მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. მთაარი პრინციპია ვიდეოს ჩაწერა, რომელშიც გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი უნდა დალიოთ, შემდეგ კი ვიდეო ატვირთოთ ინტერნეტში და სხვა მოხალისეებსაც მოუწოდოთ, რომ მათ დიდი რაოდენობის ალკოჰოლის მიღების ამსახველი უფრო შთამბეჭდავი ვიდეოს ჩაწერა შეძლონ.

 

                                                          

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=10827 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი