"სამართლიანობის აღდგენას" ისინიც ვერ ვახერხებთ, ვისაც პრემიერი ამას პირადად, საჯაროდ დაგვიპრდა"
28-10-2015, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ასეულობით ადამიანი კვლავ უშედეგოდ ელოდება "სამართლიანობის აღდგენას" და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო დაპირების მიუხედავად თავადაც უშედეგოდ ელოდება ამას.

 

 

"უკვე სამი წელია ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქიბარ ხალვაში უშედეგოდ ცდილობდა სამართლის და დაღვეული უფლებების აღდგენასო, აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

 

არა მხოლოდ ქიბარ ხალვაში, ასევე, ასობოთ უსამართლოდ დევნილი ადამიანი ვერ ახერხებს "ოცნების" ხელისუფლების პირობებში "სამართლიანობის აღდგენას"; მათ შორის ისინიც, ვისაც ბატონი პრემიერი პირადად, საჯაროდ დაპირდა ამას.

 

 

სააკაშვილის რეჟიმის დროს უსამართლოდ დევნილი პირების უფლებების აღდგენა და დამნაშავეების დასჯა გახლდათ დღევანდელი ხელისუფლების უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება. ამ დაპირებების შეუსრულებლობამ გამოიწვია "ოცნების" რეიტინგის ასე მკვეთრად ვარდნა. იმოქმედეთ ბატონებო! მომდევნო არჩევნებამდე საკმაოდ ცოტა, მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი ... თუ გინდათ, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოთ ახლა მაინც დაიწყეთ თქვენი უმთავრესი დანაპირების შესრულება ..." -წერს თემურ ბასილია, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

 

 

კომენტარები: 1
#1   მაია
      
სამართლიანობა როდის იყო, კარგად გამახსენეთ, რუსთაველი რომ გააგდეს, სულხან-საბა რომ გააგდეს, 1917 წელს, 1937 წელს, 1941 წელს, 1956 წელს, 1989 წელს, 1990-იანებში, თუ დღეს, რომ მივხვდე, რომელი ტიპის სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი
29 ოქტომბერი 2015 05:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი