"სააკაშვილის "გაუვნებელყოფა" მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა იგი "დაბინავდება" ქართულ საპყრობილეში!"
29-10-2015, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბა, "რუსთავი 2" – ის თანამშრომლებო, ჟურნალისტებო და სხვებო, აგრეთვე, სააკაშვილის და "ნაცხროვის" ფანებო, რას იტყვით ამ აუდიო ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობა უკვე დაადასტურეს ბოკერიამ და გვარამიამ?! როგორ მოგწონთ სააკაშვილის და ამ ორი ვაჟბატონის სასაუბრო ენა, ლექსიკა, რომლითაც თქვენ მოგიხსენიებენ? კიდევ ვერ მიხვდით და ვერ დარწმუნდით იმაში, რომ ეს ნაძირლები თქვენ არაფრად გთვლიან და "გამოსაყენებელ მასალად" გიყენებდნენ წლების მანძილზე?! ახლა მაინც მოდით გონს და ამ უგვანოებს თქვენ თვითონვე გაეცით საკადრისი პასუხი, თუ მართლაც მონები არ ხართ და გრამი ღირსება შეგრჩათ!.. სააკაშვილს და მის "ნაცაფთრებს", რომ სისხლისღვრის პროვოცირება სურდათ საქართველოში, ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია, ჰოდა, ეს აუდიო ჩანაწერები საბოლოოდ ადასტურებს ამას.

 

 

საქართველოს ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და სახელმწიფო ჩინოვნიკი გახდა, მისთვის მაშინვე უნდა ჩამოერთმია საქართველოს მოქალაქეობა. ეს აუდიო ჩანაწერები უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართოს უკრაინის ხელისუფლებას, რათა მათ ძებნილი (მასზე 4 საქმეა აღძრული საქართველოს პროკურატურის მიერ) სააკაშვილი გადმოსცეს საქართველოს! სააკაშვილს უნდა წაუყენონ ახალი ბრალი, მის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, – საქართველოში სისხლისღვრის პროვოცირების, კანონიერი ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობრივად დამხობის მუხლით! ამავდროულად, ეს აუდიო ჩანაწერები ხელისუფლების მიერ ოფიციალურად უნდა მიეწოდოს საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ მისიას, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებს, უწინარესად კი აშშ–ის საელჩოს, რათა ისინი დარწმუნდნენ თუ როგორი ტერმინებით მოიხსენიებს მათ მიერ სახელდებული "დემოკრატიის შუქურა და მზეჭაბუკი", სინამდვილეში კი, პოლიტიკური ავანტიურისტი და სისხლიანი პროვოკატორი სააკაშვილი!.. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების კანონიერ მოთხოვნას იგნორირებას გაუკეთებს, მაშინ საქართველომ პროტესტის ნიშნად უნდა გამოიწვიოს ჩვენი ელჩი უკრაინიდან და ამ საქმეს მიეცეს საერთაშორისო რეზონანსი, რადგანაც სააკაშვილის საბოლოო "გაუვნებელყოფა" მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი წარსდგება ქართული სასამართლოს წინაშე და სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად "დაბინავდება" გლდანის, ან საქართველოს სხვა რომელიმე საპყრობილეში!!!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი