"თქვენ იცით, რა ხდება საგარეჯოში? ხალხი ფეხზე დგას, ტირის ხალხი" - ირმა ინაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს
01-11-2015, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ თინათინ ხიდაშელს მინდა ვუთხრა, რომელიც დროშებით დარბის, მაგ დროშებით წაბრძანდები - ეს განცხადება, ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში, სატელეფონო ჩართვისას "პატრიოტთა ალიანსის" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშვილმა თავდაცვის მინისტრი არჩევნების გაყალბებაში პირადად დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა.

 


"რაც შეეხება იორმუღანლოს, წარმოუდგენელი , რომ თორმეტივე უბანში მე წავაგე. დარღვეულია ბალანსი, მე 25 ხმა მაქვს იმათ 300. მარტო ერთ ქორწილში, სადაც ვიყავი, 500 კაცი ტაშს მიკრავდა, როგორ ავიღე იმ სოფელში 20 ხმა. ჩაიყვანეს ზონდერები, ჩაიყვანეს ბაქოდან სტუდენტები, ჩამოიყვანეს მარნეულიდან სრულიად უცხო ხალხი. მიდიოდა მასობრივი გაყალბება იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე. რა გამოდის, რომ ჯარმა და აზერბაიჯანულმა სოფლებმა მოუგეს საგარეჯოელებს? თქვენ იცით რა ხდება საგარეჯოში? ხალხი ფეხზე დგას, ტირის ხალხი. ყველა სოფელი ტირის და რატომ უნდა წაართვა ეს არჩევანი ამ ხალხს, რა დააშავა ამ ხალხმა. ამ ხელისუფლებას ვეუბნები, ეს არის თქვენი ქართული ოცნება? მე მოვითხოვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება. ამ მოთხოვნას ჩვენ გავაძლიერებთ ხვალიდან, არავის არ ეგონოს, რომ მარტო სასამართლო გზით ვიმოქმედებთ. "რესპუბლიკური პარტია" ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" 2 და მიხეილ სააკაშვილმა ორმა მოგვიგო დღეს არჩევნები,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 3
#3   ika
      
მალე დამთავრდება მაგათი ბოგინი
2 ნოემბერი 2015 04:19
#2   ბადრი
      
წარმატებები ირმა! შენს გვერდით დავდგებით მეც და ძალიან ბევრი ქართველიც. ვინ ჯანდაბაა თამარ ხიდაშელი? ვის რაში სჭირდება გარეწარი და 0,008%-იანი რესპები?
1 ნოემბერი 2015 13:18
#1   ზურაბი
      
საწყენია!!!

ამაზრზენია!!!
1 ნოემბერი 2015 07:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი