ორი მინისტრის უსამართლო და უკანონო ქმედებამ დარტყმის ქვეშ დააყენა "ქართული ოცნების", უშუალოდ პრემიერ–მინისტრის რეპუტაცია!
01-11-2015, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, თუკი თავმოყვარეობა შერჩა ქართულ საზოგადოებას იგი ქუჩაში უნდა გამოვიდეს მოთხოვნით, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობებიდან გადააყენოს თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, ქ–ნი ხიდაშელი და ბ–ნი აგულაშვილი!

 

 

დიახ, სწორედ აღნიშნულმა ორმა მინისტრმა ყველანაირ ზემოქმედებას მიმართა და გამოიყენა საკუთარი სახელმწიფოებრივი სტატუსი, რათა მათ მიერ მხარდაჭერილ თანაპარტიელ დეპუტატობის კანდიდატს "გაემარჯვა" საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში! ორი მინისტრის უსამართლო და უკანონო ქმედებამ დარტყმის ქვეშ დააყენა მმართველი ძალის "ქართული ოცნების", უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია!

 

 

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია თავდაცვის მინისტრის თ.ხიდაშელის მოქმედება, რომელმაც ქართული ჯარის ღირსება არაფრად ჩააგდო და როგორც მოძალადე სააკაშვილი არამართებულად ეპყრობოდა ჩვენი სამხედო მოსამსახურეების ხმებს, ზუსტად იგივე მეთოდები გამოიყენა!.. ამიტომაც, გუშინ საგარეჯოში უკვე გაისმოდა ხალხის გულისწყრომის ხმა, რომ – "ივანიშვილმა სააკაშვილი მოგვაშორა თავიდან და ხიდაშელი დაგვასვაო?!" – ასეთ სიტუაციაში, ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება პრემიერი ღარიბაშვილი, რადგანაც ქართული საზოგადოების მთელი უკმაყოფილება სწორედ ღარიბაშვილზე იქნება მიმართული! რაც შეეხება, ირმა ინაშვილს და "პატრიოტთა ალიანსს", საგარეჯოში ეს ლოკალური "დამარცხება" უფრო მეტ მხარდამჭერს გაუჩენს მათ, რაც საწინდარი გახდება გენერალური გამარჯვებისა მომავალი წლის შემოდგომაზე, თუკი ისინი უკან არ დაიხევენ და განაგრძოებენ სამართლიანობისათვის ბრძოლას! მარტივი ჭეშმარიტებაა, რაც ეტყობა დაავიწყდა "ქართული ოცნების" გაზულუქებულ ზოგიერთ ლიდერს, რომ – ხალხი დაჩაგრულის და მართლის მხარესაა მუდამ!!!...

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი