2016 წელს ვისთანაც არ უნდა შეიკრათ, ვერაფერი გიშველით, ყველა ბანაკში დამარცხებისთვის ხართ განწირული
01-11-2015, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა "ახალი რეალობისათვის" დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი 31 ოქტომბრის შუალუდური არჩევნების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გამოხატულ მოსაზრებას ეხმაურება. შათირიშვილი უსუფაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ "რესპუბლიკელებმა "ქართული ოცნება" სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს და თავადაც ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.

 

 

"უსუფაშვილმა განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა უკვე აღარ არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა და თუკი ოპონირებას ისევ ნაცებთან გავაგრძელებთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გახარება არ გვიწერიაო, „ქართული ოცნების" კოალიცია ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, თორემ ცალ-ცალკე ფონს ვერ გავალთო... რა სასაცილო პოზიციაში ჩააგდეთ რესპუბლიკელებო „ქართული ოცნება" და თავადაც ცუდ დღეში აღმოჩნდით, თუმცა, არა, საკუთარ თავს კი ეპატრონებით, სხვა ძალებისკენაც გიჭირავთ თვალი, მაგრამ, ხომ დიდი წვლილია იმაში, რაც საგარეჯოს არჩევნებმა ცხადყო?.. თქვენ არ იყავით, ნაციონალური მოძრაობის, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის შენარჩუნებას ქართული დემოკრატიის წინსვლად რომ სახავდით?.. თქვენ არ ოპონირებდით დამნაშავე, „ყავარჯნიანთა" პარტიასთან და, გგონიათ, „ქართული ოცნება" გიშველით, რომელსაც საკუთრივ გაუხდება თავი საშველად, დროზე თუ არ გაგემიჯნებათ?..

 

 

რა „დიდსულოვნად" გამოხატავთ მადლიერებას ირმა ინაშვილის მიმართ და, ფარისევლური „თანაგრძნობით", აშკარად გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებას გსურთ შეაგუოთ!.. თქვენ, ირმასთან უსამართლო ბრძოლის წარმოებით, „ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ ჩაეცით მახვილი და იმიჯი კვლავაც დაუქვეითეთ... ასე რომ, 2016 წელს ვისთანაც არ უნდა შეიკრათ, ვითარცა ისრების კონა, ვერაფერი გიშველით, ყველა ბანაკში დამარცხებისთვის ხართ განწირული, უბრალოდ, დასანანია, რომ ამხელა რეიტინგის მქონე „ქართული ოცნება" თითქმის თქვენს რეიტინგამდე დაიყვანეთ და, საინტერესოა, ახლაც არ მოეგება გონს „ოცნების" მესვეურნი?..

 

 

საგარეჯოში, ირმა ინაშვილი არ დამარცხებულა, მან გაიმარჯვა და, ეს არის ტესტი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი დამარცხებისა...

 

 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ „ქართული ოცნების" დამაარსებელნო, დროზე გონს მოეგეთ, ვიდრე რესპუბლიკელების ნაბან წყალს არ გადაგაყოლეს!..:, -წერს მერაბ შათირიშვილი Facebok-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი