შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - ამერიკის საელჩო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
06-11-2015, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„რუსთავი-2“-ის შესახებ ამერიკის საელჩო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ამჯერად, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადება ამერიკის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა გააკეთა. მან ბოლო ერთი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება.

 


"არ არის საჭირო იმის თქმა, რომ შეხვედრა ეხებოდა „რუსთავი-2“-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საიდუმლო არ არის, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 


ელჩმა უკვე გაავრცელა განცხადება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, ვილაპარაკეთ მედიის თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და ზოგადად იმაზე, რომ ეს სივრცე გახსნილი უნდა დარჩეს, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქვეყანაში არჩევნების წელი ახლოვდება.ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 


ჩვენ სწორად ვაქებდით ბევრ რამეს ამ ქვეყანაში, დემოკრატიული განვითარების კუთხით. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, ამის პოზიტიური მაგალითია.

 


მაგრამ ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაღელვებს. მინდა გავიმეორო, რაც ელჩმა არაერთხელ თქვა– მნიშვნელოვანია, ეს საკითხები გადაიჭრას მშვიდობიანი, დიალოგის გზით და ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნოს," - აცხადებს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი