ეს ვერაგული შემოსვლაა რუსული ჩექმის ვიზუალური "ეფექტის" გარეშე - ირინა სარიშვილი
08-11-2015, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

პარტია "იმედის" ლიდერი, ირინა სარიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. "გაზპრომთან", "რუსთავი-2"-თან და რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებულ შეფასებებს სარიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

 


"რუსეთი უკვე ოფიციალურად შემოდის საქართველოში.
პირველი ასეთი ოფიციალური ნაბიჯი გაზპრომია.
მეორე ნაბიჯი რუსთავი 2–ის განადგურებაა, ისეთის, როგორიც არის დღეს.
ეს ყველაფერი ხდება ამ ეტაპზე რუსული ჩექმის ვიზუალური "ეფექტის" გარეშე... მხოლოდ ამ ეტაპზე.
ეს ბევრად უფრო ვერაგული შემოსვლაა, ვიდრე ჯარით დაპყრობა, მით უმეტეს სოციალურად განადგურების პირას მიყვანილ, მუდმივი სტრესების ქვეშ მყოფ ხალხში.
ამ ნაბიჯებს, წარმატების შემთხვევაში აუცილებლად მოჰყვება უმძიმესი რეპრესიები და საბოლოოდ რუსული ჩექმაც!
ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ასეთ ვერაგ მტერს ვებრძვით: რუსეთი, როგორც ბოლშევიკური ქვეყანა, ტაქტიკაში ძალიან ძლიერია და როცა მას ჩვენი მხრიდან ტაქტიკას ვუპირისპირებთ, კარგად უნდა გავთვალოთ, რომ საკუთარმა ეშმაკობამ ისევ საკუთარი თავი არ მოგვატყუებინოს!
ტაქტიკა საჭიროა, აუცილებელიცაა, მაგრამ არა მიზნისა და პრინციპების დათმობის ხარჯზე!
მთავარი სტრატეგიაა!
არც ერთი ნაბიჯი უკან!" - წერს სარიშვილი.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი