თინათინ ხიდაშელი - საქართველო არ იქნება ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ სატრანზიტო დერეფანი
09-11-2015, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

“საქართველო არ იქნება ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ სატრანზიტო დერეფანი” - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა "ევრო დიალოგი XXI" - თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 


„ჩვენ არ ვაპირებთ ისეთ უცნაურ გაერთიანებებში გაწევრიანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საეჭვო და ბუნდოვან პერსპექტივებს გვპირდება. წინა ხელისუფლებამ აშკარად დააგვიანა დსთ-დან გამოსვლა, მაგრამ გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ „კარგი გაკვეთილი“ მივიღეთ. სამხრეთის ენერგოდერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ირანის პოტენციურ რესურსებთან ერთად, ევროპაში, რუსული გაზის მთავარ ალტერნატივად განიხილება. ენერგეტიკული თანამშრომლობა ღრმავდება თურქმენეთთან, რომლის ენერგომარაგებიც გაზრდის „სამხრეთის ენერგოდერეფნის“ პოტენციალს და მის პოლიტიკურ დატვირთვას. საქართველო ამ გზაზე პარტნიორების ერთგული, სანდო და შედეგზე ორიენტირებული მოკავშირეა. ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება სცდება ერთი ქვეყნის ინტერესებსა და მისწრაფებებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 


ინტერვიუში მინისტრმა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის ხედვებზეც ისაუბრა.

 


„საერთაშორისო და რეგიონული დონის სატრანზიტო პროექტები, ბევრი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, ჩვენი შესაძლებლობების და აქტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება - არის ქვეყნის ენერგეტიკული და ფინანსური კეთილდღეობის გარანტია. საქართველოს მთავრობას აქვს მტკიცე ნება - ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში, რომელშიც ჩართული ვიქნებით. მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო, მსგავსი ტიპის პროექტებში ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ დერეფანი იქნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი