გიორგი ლაფერაშვილი - მავანმა გადაწყვიტა "რუსთავი-2"-ის თანამშრომლების სრული დემონიზება
11-11-2015, 07:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

მავანმა, ვინც ამ პროცესებს მართავს, გადაწყვიტა "რუსთავი-2"-ის თანამშრომლების სრული დემონიზება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

 


"ახალი მესიჯბოქსი დარიგდა უკვე: უდუმაშვილი უარს იმიტომ ამბობს, რომ გვარამიას მძევალია - გვარამიას კი თავის მხრივ სიტუაციის განმუხტვა არ სურს. - შეცდომაა. სიმართლე კი ისაა, რომ მავანმა, ვინც ამ პროცესებს მართავს, გადაწყვიტა "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების სრული დემონიზება მოახდინოს და ამ პროცესში უკვე ზალიკოს გასვრის მცდელობაც აქვს.

 


5 ნოემბრის "ღამის გადაწყვეტილებად" წოდებული განჩინება, რომელმაც სამართლებრივი ჩიხი შექმნა - ხალვაშის მხარის ინიცირებულია. ხალვაშმა თავის წარმომადგენლებად დვალი და საყევარიშვილი დაასახელა. ეს უკანასკნელები დათანხმდნენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას იმ ფორმით, რა ფორმითაც თამაზ ურთმელიძემ განჩინებაში ჩაწერა.

 


ყველაფერი სხვა: "სიტუაციის განმუხტვაზე" საუბარი, კარგებად და ცუდებად ცალკეული მოთამაშეების წარმოჩენის მცდელობა და განცხადებები "კომპანიის", ან კიდევ უფრო მეტი, "ჟურნლისტებზე" ზრუნვის შესახებ - მხოლოდ მაყურებელზე გათვლილი პიარსვლებია, რომელიც არანაირ სამართლებრივ გამოსავალს ამ სიტუაციიდან არ გვთავაზობს", - წერს ლაფერაშვილი.

 


მისივე განმარტებით, ჟურნალისტებზე ზრუნვის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი კომპანიის დროებითი მმართველებიდან უკვე იციან: 2004-ში დვალის და 2012-ში საყევარიშვილის მხრიდან.

 


"კიდევ ერთი პასუხი აქ მომუშავე ადამიანებმა დღეს მივიღეთ, როდესაც პრესკონფერენციიდან ერთ-ერთ ჩვენგანს კომპანიის მართვის და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების ტვირთი მის დაუკითხავად აკიდეს.

 


პირადად ჩემთვის ეს უკვე დემონსტრირებაა იმისა, როგორ გეგმავენ მომავალში ჩემი, როგორც ათასიდან ერთ-ერთი თანამშრომლის ინტერესების დაცვას ის ადამიანები, ვინც კომპანიის მართვა საკუთარ თავზე აიღო", - განმარტავს ლაფერაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი