ფიქრია ჩიხრაძესთან კონკრეტული კითხვები მაქვს - თინა ხიდაშელი
12-11-2015, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს, ფიქრია ჩიხრაძეს კითხვებით მიმართავს.

 


ხიდაშელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, პრეზიდენტის მრჩევლის მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოშიმშილე "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მონახულებას ეხმაურება და წერს, რომ ფიქრია ჩიხრაძის დღევანდელი თანამდებობა ვალდებულებას აკისრებს, გამოეხმაუროს.

 


"ადმინისტრაციის წინ აქცია ძალიან კონკრეტული გზავნილის მატარებელია. იქ როდესაც მიდის ამხელა ადამიანი, სწორედ ამ მიზანს უნდა შეეხმიანოს. 1. ან სოლიდარულია; 2. ან უბრალოდ ჰუმანისტია; 3. ან საქმეში გარკვევა უნდა. თუ მხოლოდ მეორეა, ამ ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ამასობაში გაუგებარია, თუ ამიტომ მიხვედი, "არ არის შიმშილობა სწორი" მესიჯი გაქვს, რა შუაშია ყველაფერი დანარჩენი, რაც მოვისმინეთ?! თუ ამიტომ არ მიხვედი და პირველი ამბავია, ესეც გასაგებია, მარამ მაშინ გეყოს გამბედაობა და პირდაპირ თქვი, რომ არჩევნები გაყალბდა. ისიც თქვი, ვინ გააყალბა, შეუერთდი მოთხოვნას და შესაბამისად, მზად იყავი იმისთვის, რომ პასუხი გასცე კითხვებს, რომელიც ძალიან ბევრი იქნება შენი მისამართით და მოგთხოვს დასაბუთება/დადასტურებას; ხოლო თუ მესამე ამბავია, მაშინ იქ წუწუნი, საერთოდ კოდექსი მისახედია და ა.შ., ამაზე ადრეც ვამბობდით, აღარ არის საინტერესო, თუ ვერ ბედავ, სადაც მიხვედი და, რასაც ითხვენ, იმ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ქონას", - წერს ხიდაშელი.

 


ხიდაშელის თქმით, კონკრეტული კითხვები აქვს ფიქრია ჩიხრაძესთან, როგორც თავდაცვის მინისტრს მთავარსარდლის მრჩეველთან.

 


"რა ინფორმაცია აქვს მუხროვანის შესახებ და რა წყაროებიდან? ჩემთვის არ მოუმართავს კითხვით; მოხდა თუ არა მუხროვანში ამ არჩევნებისთვის ხელოვნურად სამხედროების რიცხვის გაზრდა; კი თუ არა, რამდენით გაიზარდა/შემცირდა ხელოვნურად? უნდა ჩამოგვერთვა თუ არა ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული ხმის უფლება 31 ოქტომბერს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმა აცვიათ? პასუხი რომ კანონი შესაცვლელია, არ მიიღება, 31/10 -ს ეხება კითხვა. ვინ ქმნის საარჩევნო უბანს? მონაწილეობს თუ არა უბნის შექმის პროცესში თავდაცვის სამინისტრო? რას ნიშნავს სპეცუბანი? მონაწილეობს თუ არა სპეცუბანზე საარჩევნო პროცესში ყველა სუბიექტის წარმომადგენელი? მონაწილეობდა თუ არა 31/10? არის თუ არა საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეტევა, ფანჯრების მტვრევა, ოქების, ყუთის გამოტანისთვის ხელის შეშლა, კანონდარღვევა? არჩევნებისთვის ხელის შეშლა? კიდევ 10 კითხვა მაქვს, მაგრამ ჯერ ამაზე პასუხს დაველოდები. სანამ ქალაბატონი ფიქრია და არა მარტო ის, მთავარ კითხვაზე არ გასცემენ პასუხს გაყალბდა თუ არა არჩევნები საგარეჯოში, ყველა გოდება რომ რაღაც გასასწორებელია უბრალოდ ახირების ნაწილია.

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ გუშინ, მოინახულა სახელმწიფო კანცელარიასთან მოშიმშილეები, რომლებიც საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ჩიხრაძემ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად პოლიტიკურ სპექტრს და მმართველ კოალიციას დილოგისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 


"პრეზიდენტის განწყობა ამ საკითხებთან დაკავშირებით ცნობილია, იგი ყველანაირად მხარს უჭერდა დიალოგს, მხარს უჭერდა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას და სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მმართველი კოალიციის ჩართვა ამ დიალოგში. ჩვენ განწყობილები ვართ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ საკითხების დიალოგის რეჟიმში გადატანას. ჩვენ გვინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ და საარჩევნო პრობლემები აუცილებლად შესაბამის გარემოში უნდა წყდებოდეს. ის, სერიოზული ხარვეზები, რაც შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, წლების განმავლობაში ისმებოდა ოპოზიციის მხრიდან. დადგა დრო, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს, ყველამ ვიცით, რომ ერთმანეთთან დალაპარაკების გარეშე პრობლემები ვერ მოგვარდება", -აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი