"პატრიოტთა ალიანსმა" ბზარი გააჩინა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის!
13-11-2015, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები, ადვილად შესაძლებელია, რომ "ქართული ოცნებას" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის განხეთქილების საბაბად იქცეს. კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეჯოს არჩევნებში, ორი "რესპუბლიკელი" მინისტრის თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად, "გამარჯვებულად გამოცხადდა" მათი კანდიდატი თამარ ხიდაშელი, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი "დაამარცხა", რასაც მოჰყვა "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო გამოსვლები და შიმშილობა, რომელიც უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან. მასმედიაში, ამასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა, ბევრი სტატია და მიმართვა გამოქვეყნდა. ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს "ალიანსის" ლიდერებს, თუმცა, სამწუხაროდ მათთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ. აღნიშნულ მოვლენას "რესპუბლიკური" პარტიის რაოდენიმე ლიდერიც გამოეხმაურა, რომლებიც ძირთადად იმით შემოიფარგლებოდნენ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ბრალდებას გაყალბების და არჩევნებზე "რესპუბლიკელი" მინისტრების ზემოქმედების თაობაზე გადაჭრით უარყოფდნენ... მაგრამ, დღეს, რესპუბლიკური პარტიის მძიმეწონოსანმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, რატომღაც გადაწყვიტა (ალბათ, უკვე "განაღდებულად ჩათვალა ყველაფერი"!), რომ "გულახდილად, გამარჯვებულის პოზიციიდან" ქართული საზოგადოებისათვის "მოეთხრო" და "აღიარებითი მარგალიტები გვაჩუქა", რომლებიც დიდად შესაძლებელია, რომ მას სანანებლად და თავის გასამართლებლად გაუხდეს, – კოალიციის გაფართოებულ ფორმატში!.. აი, დ.ბერძენიშვილის ციტატა:

 

 

"ქართულ ოცნებაში“ არის ხალხი, ვისაც „პატრიოტთა ალიანსი“ მოსწონს და ისინი ამას არც ინტერვიუებში არ მალავენ(!). „ქართული ოცნების“ წამყვანი პირები და გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები მარტვილსა და საგარეჯოში საკუთარი კანდიდატების ერთგულები იყვნენ. საარჩევნო კამპანია გაყოფილი სახელისუფლებო რესურსის პირობებში დაიწყო(!). საშუალო და დაბალ დონეზე ბევრს ეგონა, რომ სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ინაშვილი იქნებოდა(!). ცალკეული ადამიანები და ჯგუფები არიან, რომლებიც ხელისუფლებას სატელიტობას სთავაზობენ და თავს ხელისუფლების მოკავშირეებად აცხადებენ. ინაშვილი ხელისუფლების სატელიტობით და მასთან მოკავშირეობით ფონს გასვლას ცდილობდა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მივეცით(!). არჩევნები პოლარიზებული რომ არ ყოფილიყო, ასეთი კანდიდატი რომ არ დაგვესახელებინა და ისეთი ტაქტიკა რომ შეგვერჩია - ინაშვილიც კარგია, ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ ჩვენი კანდიდატი სხვა არის-თქო, არჩევნებს ინაშვილი მოიგებდა(!). დაიმსხვრა მითი, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი მოწყვლადი და სუსტია. კოალიციის პარტიებიდან წარდგენილი კანდიდატების გამარჯვების სტატისტიკა რომ აიღოთ, ნახავთ, რომ ყველაზე მაღალი პროცენტი რესპუბლიკელებს აქვთ. ივანიშვილის კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა პლიუსია და არა მინუსი(!). როგორც წესი, რესპუბლიკელობა ცნობადობასა და კვალიფიკაციას ნიშნავს(!)". – ციტატის დასასრული! ახლა კი, მე არ ვაპირებ, რომ პუნქტებად ჩამოვწერო (ფრჩხილებში, ძახილის ნიშნები დავსვი) რესპუბლიკელი დ.ბერძენიშვილის ყველა ის ცინიკური და თავხედური ფრაზა თუ მინიშნება, რომლებიც კოალიცია "ქართული ოცნების" არარესპუბლიკელ წევრების და მისი ლიდერების მისამართით არის ნათქვამი. კეთილი ინებეთ და თავად გააანალიზეთ ყოველივე, სანამ კიდევ დროა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე!

 

 


P.S. "პატრიოტთა ალიანსი" და ირმა ინაშვილი კი, ბრავო, რომ "საგარეჯოს შერკინებით" ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და ბზარი გააჩინა "ქართული ოცნების" და "რესპუბლიკურ" პარტიებს შორის, რისთვისაც მას მადლობა ეკუთვნის პარტია "ქართულ ოცნებაში" მყოფი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების მხრიდან!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 4
#4   ლევან კობერიძე
      
ნუ გადავაყოლებთ რესბუბლიკურ პარტიას ქართულ ოცნებას და საქართველოს მომავალს. მეც დავტოვებ ქართული ოცნების რიგებს თუ რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებათან ერთად კოალიციაში იქნება-ქართული ოცნება ხმებს ვერ მიიღებს.
14 ნოემბერი 2015 09:22
#3   გიგი
      
თუ ოცნება არ მოცილდება ბინძურ ამერიკის რესპებს, ხმებს ვეღარ აიღებს.
14 ნოემბერი 2015 03:55
#2   ლევან ოსიძე
      
ძნელია ამ ციტატების წაკითხვის შემდეგ შემდეგ კორექტული იყო და არ აღელდე, რადგან მასში გამოსჭვივის დიდი ცინიზმი და თავხედობა. სჩანს, რომ ამ პერსონას თავში აქვს ავარდნილი... დიახ, რესპუბლიკელობა ნიშნავს პროფესინალიზმს სამშობლოს ინტერესების ღალატში და მის მტრებთან, ნაციონალისტებთან, ფაშისტებთან ალიანსს და ჩუმ შეთახმებებს ე.წ. "თავისუფლების (მე ვიტყოდი - დამონების - ლ.ო) ინსტიტუტის" შექმნის დღიდან მოყოლებული... დიახ, დამონების!!! ამ დღიდან მოყოლებული დღემდე ეს ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქნმი მარტო საკუთარი კუჭის ამოვსების პრობლემითაა დაკავებული და ცდილობს "პროფესიონალურად" შენიღბოს თავი და მიეტმასნოს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლიდანაც გაჭირვებული ხალხი შველას ელის!!! დიახ, ვერ დაგიწუნებთ პოლიტიკურ ალღოს საკბილოს ხელში ჩაგდების კუთხით, ეს ნამდვილად გამოგდით, მაგრამ უკვე ისე გაშიშვლდით, რომ არაფერი გშველით... დიახ! ამ არჩევნებმა ჩამოგხსნათ ნიღაბი, რადგანაც ყველანაირი პირდაპირი და ირიბი ხერხი არჩევნების გაყალბებისა, გამოიყენეთ... ესაა სამთავრობი რესურსი, ( თითქმის მთელი მთავრობა საგარეჯოში ათენ-აღამებდა!!! იქნებ იმიტომ, რომ ინაშვილის სასარგებლოდ ემუშავათ?!?!?!...) ელექტორატის დაშანტაჟება, მათი მოსყიდვის მცდელობა, ზედმეტი ბიულეტენების საარჩევნო უბნებში შეტანა (თუ რატომ, ამას თქვენი აწ უკვე დაბნელებული გონებაც კი უნდა ხვდებოდეს, რადგან ისე არ ბნელა, როგორიც ეს უნდოდა თქვენს სატელიტ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ უკვე შეიძლება გვიანიც კი იყოს და ვერ მიხვდეს!!!) ამ ეჭვს ის სატელეფონო ზარიც აძლიერებს, რომლის შესახებაც იუწყებოდა უკრაინული მხარე, სადაც სააკაშვილი მის ცუციკებს ავალებდა ბაქოდან გაეკონტროლებინათ აზებაიჯანელი მოსახლეობა და დაეპურებინათ იორმუღანლოელი მუფტები!!! შედეგმა ხომ თქვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა?!?!?!...... საარჩევნო კომისიის წევრების 99% ხომ თქვენი ნაციონალურ-რესპუბლიკური ერთობა იყო, მაგრამ ამანაც არ გიშველათ... არც იმან გიშველათ გარემოს დაცვის მინისტრი აგულაშვილი რომ ატერორებდა მოსახლეობას, შეშას ვერ გამოიტანთ ტყიდან, თუ ხმას არ მოგვცემთო, არც განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრების ვოიაჟმა გიშველათ, გრძნობდით თქვენს უსუსურობას და ამ სამარცხვინო მარათონში თქვენი საზღვარგარეთელი კუდები ჩართეთ მთელი დიპლომატიური კორპუსის ჩათვლით და ვფიქრობ, მათი არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგი გახლდათ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა საგარეჯოში და იმ ქალის (თინიკო მყავს მხედველობაში!) ნათესავის წარდგენა, რომელსაც ნაციონალთა მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ზარებში სათანადოდ "აფასებდა" ბატონი ირაკლი და იმედია მისი ამგვარი შეფასება დღესაც ძალაშია!!! ამავე რაკურსით, ანუ არაპირდაპირი ძალადობის გამოვლინებად ვთვლი ბატონი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს არჩევნების წინ, როდესაც მან განაცხადა, რომ ის არ იცნობდა პატრიოტთა ალიანსის პროგრამას, ეს შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ მე, ჩვეულებრივ მოკვდავს მაქვს უფლება საფუძვლიანი ეჭვი შევიტანო და ვიფიქრო, რომ ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს რესპუბლიკელების გრანტებით მომმარაგებელმა საზღვარგარეთელმა ფინანსურმა მაგნატებმა!!! რაც არ ვიცი, არ ვიცი, ამას ვერ უარვყოფ!!!) მაგრამ იმას რა ცოდნა სჭირდება, რაც შიშველია და შეუიარაღებელი თვალითაც მოჩანს... დიახ, დიახ!!! ქალბატონი თავდაცვის მინისტრ თინიკოს ძვირფას რეზერვს, მის მიერ ოსტატურად გადასხულს მუხროვანში და "კანონის შესაბამისად" 100%-იანი სახიდაშელო შედეგი რომ აჩვენა!!! ამაზე მეტი სირცხვილი და თავის მოჭრა რა გინდათ!!! ( მე "მადლობა მინდა გადავუხადო" ოფიცრებსა და ჯარისკაცებს სამხედრო მუნდირის ღირსების ასეთი დაფასება თუ შეურაცხყოფისათვის!!!...) მხოლოდ ერთ საკითხში ნამდვილად ვეთანხმები იუდა ისკარიოტელ ბერძენიშვილს, რომ არჩევნების გაყალბებაში ნამდვილი პროფესიონალები არიან!!! არაფერ ზნეობრივ დარიგებას არ ვაპირებ, აზრი არ აქვს, რადგან გარდაცვლილი ძმა კუბოში ეწვა დაუმარხავი და თავად კიდევ საგარეჯოში არჩევნებზე დარბოდა!!!... ამისათვის მაღალი ღმერთი მოჰკითხავს, მე ვინა ვარ???!!!... დანარჩენზე კიდევ მომავალში...
13 ნოემბერი 2015 22:48
#1   datoa
      
იგივე პონტია სააკაშვილი თუ ეგენი
13 ნოემბერი 2015 13:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი