ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია.
ამის შესახებ ტუსკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი სირიაში არა სირიის ოპოზიციაზე, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების პოზიციებზე უნდა კონცენტრირდეს.
„ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიზანი. ამ სფეროში კი აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მხოლოდ თანამშრომლობა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სირიაში უმეტესწილად "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული” - აღნიშნა ტუსკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.