ბელგიელი სამართალდამცავები, ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში, ანტიტერორისტულ რეიდს ატარებენ.
ამის შესახებ ტელეკომპანია RTBF-ი იტყობინება. როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემსრულებელთა ნაწილი სწორედ მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა.
მანამდე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმ,ა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ მოლენბეკიდან სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე უამრავი ევროპელი ჩავიდა.
მისი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, 30 000 უცხოელი მებრძოლი, მსოფლიოს 100 ქვეყნიდან იბრძვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.