ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე უხელმძღვანელებს
17-11-2015, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა წარუდგინა. თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ბაზაზე შექმნილ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


"ჩვენ დღეს ახალი მეთაური წარვადგინეთ კრწანისის სასწავლო ცენტრში. მოგეხსენებათ, აქ ცოტა ხნის წინ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონია იყო. გვაქვს ამოცანა, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკვე მივიღოთ პირველი კონტინგენტი, რომელიც აქ ნატოს სტანდარტის წვრთნებს გაივლის. წვრთნებში ჩაერთვებიან როგორც ქართველი სამხედროები, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. სასწავლო ცენტრის ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წინაშე დგას... დარწმუნებული ვარ, რომ პოლკოვნიკი ჭელიძე და ჩვენი ახალგაზრდა ოფიცრები საუკეთესოდ მოახერხებენ, რომ იმ პროცესის შედეგად, რომელსაც ნატოსთან ერთად ვახორციელებთ, 21-ე საუკუნის ქართული ჯარი გვყავდეს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძის წარდგენის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" სიმულაციურ სასწავლო ცენტრს ეწვია.

 


სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ახლადდანიშნული ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე ამ დრომდე აღმოსავლეთ სარდლის მოვალეობას ასრულებდა. ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" პოლკოვნიკმა ჭელიძემ პოლკოვნიკი ლევან ბერია შეცვალა, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი