თბილისში, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება და იქ საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს
19-11-2015, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას დღეს თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ გააცნო.


“ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ასევე, კერძო კომპანიის ინტერესების გადაწყვეტილებით, რომ აღნიშნულ ადგილას არ აშენდება საცხოვრებელი კორპუსი და ნაცვლად კორპუსისა, აქ იქნება მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი”, - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.


თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და შპს „ელზუროს“ საკუთრებაში გადაეცემა ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში მდებარე 3 461 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. გორგასლის ქ.N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტრომ გადმოსცა.

კომენტარები: 1
#1   იოსებ
      
ამ ზაფხულს პატივცემულ ნარმანიას ავლაბარშიც უნდოდა მეტეხის წინ სასტუმროს აშენება და ერთადერთი სკვერის მიტაცება - მაგრამ ავლაბრელებმა გაატანეს სამში გრძელი )))
21 ნოემბერი 2015 04:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი