ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში ღონისძიება გაიმართა
19-11-2015, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, I კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში ღონისძიება გაიმართა.


აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მიერ ორგანიზებულ ცერემონიალში საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი და მისი თანაშემწე მირიან ფოფხაძე მონაწილეობდნენ.


ღონისძიება 101-ე დივიზიის III ბრიგადაში საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშების აღმართვითა და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.


101-ე დივიზიის III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მემორიალურ დაფაზე I კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის სახელი და გვარი ამოიტვიფრა.


III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვოუელმა, აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მაკჰუგის სახელით, განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის ქართულ დელეგაციას რიგით ვასილ ყულჯანიშვილისთვის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა.


მოგვიანებით პოლკოვნიკებმა ვოუელმა და ვეფხვია ჩალაბაშვილმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.


ცერემონიას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი გარი ვოლესკი და კენტუკის შტატის გუბერნატორი სტივ ბიშეარიც დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი