"ბურჭულაძე, ვერ განმეორდები, შენ, არც ბიძინა ივანიშვილი ხარ და არც - პავაროტი!.."
20-11-2015, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პატაა ბურჭულაძის პოლიტიკურ გააქტიურებას ეხმაურება მწერალი, მოძრაობა "ახალი რეალობისათვის" დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი. მწერალი თავის მოსაზრებას Facebook-ზე აქვეყნებს. მას მიაჩნია, რომ პაატა ბურჭულაძეს "ივანიშვილის სოლო-რეიდის განმეორება განუზრახავს პოლიტიკაშიც და მილიარდერობაშიც", რაც, შათირიშვილის აზრით, აუხდენელ ოცნებად დარჩება.

 

 

"მეკითხებიან, აბა, მე, ვინ ვარ, რომ მეკითხებიან, მაგრამ რაკი მეკითხებიან: პაატა ბურჭულაძე შექმნის თუ არა პოლიტიკურ პარტიას და რაიმე პოზიტივს შეიტანს ქართულ პოლიტიკაში?.. თქვენ გაგცემთ პასუხს ჩემო ფეისბუქელებო და დაინტერესებულო ადამიანებო, სხვა ვინმეს, სააგენტოებსა თუ საინფორმაციო საშუალებებს თუ სწადიათ ჩემი პასუხი, ბურჭულაძის ამომავალ მზეობასთან დაკავშირებით, აჰა, იხილეთ, რა აზრი გამაჩნია მის სამომავლო პოლიტიკურ წარმატებაზე: პირველ ყოვლისა, ბურჭულაძე, ფულის მოყვარული კაცია, მისი ქველმოქმედება და მომღერლობა, ღვთის გმობაა, რადგან, ის არც მომღერალია გულწრფელი და არც ქველმოქმედი, როცა საქართველოს უჭირდა, მას ქართული ოპერის სცენაზე ვარსკვლავები არ უწყვეტია, მუდმივად გარე-გარე დარბოდა და უცხო სცენაზე ფულისთვის მღეროდა, აქ თუ ვინმე ცნობილი მაესტრო ჩამოჰყავდა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სახელის განდიდებისთვის და, არა ხალხის სიყვარულის გამო, მერე იყო და „ქველმოქმედება" დაიწყო, ხელიც მოითბო და ჯიბეც, საინტერესოა, ქველმოქმედება საქართველოში, პირველკაცობისთვის სამადური საქმიანობაა?.. ბურჭულაძე კალკაა ივანიშვილის? ე. ი. რადგან ივანიშვილი ქველმოქმედია და პოლიტიკურ არენაზე წარმატებას მიაღწია, ბურჭულაძესაც იგივე ბედი მოელის?.. საოპერო მომღერლობის დროსაც წამბაძველი იყო და მუდმივად ცდილობდა მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორებისა და ბარიტონების გვერდით წარმოჩენილიყო, თუმცა, მისი მცდელობა სასაცილო იყო და, ახლა, ივანიშვილის სოლო-რეიდის განმეორება განუზრახავს პოლიტიკაშიც და მილიარდერობაშიც, ამ ფონზეც სასაცილოა ამ „მიმბაძველის" მცდელობა და, მერწმუნეთ, დედას გეფიცებით, შური კი არ მალაპარაკებს, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა მეცოდება ასეთი ფასიანი პატრიოტების ხელში... ფასიანი პატრიოტი და ბარიტონი ხარ, შენ, ბურჭულაძევ და, გვერდით ვინც დაიყენე, ისინიც ფასიანი პატრიოტები არაიან, არც ერთ მათგანს ნაცმოძრაობის ცხრაწლიანი რეჟიმის წინაარმდეგ არ გიბრძოლიათ, სად შეიყრებით ხოლმე ასეთი „თავდადებული" ქართველები, სად მოძებნით ხოლმე ტოლი ტოლს და მგვანი მგვანს?.. რა გინდათ, ქვეყნის ხსნა თუ ერის გადარჩენა? ისემც დაგიმშვენდეთ ცხვირი, კარიერასა და ფულზე საკუთარ დედმამიშვილს, ცოლ-შვილსა და დედ-მამას გაჰყიდით - ჯერაც არ გაგიყიდიათ თუ - რა?..

 

 

თქვენ კი, ჯიგრიანო, გულძარღვიანო, ქართველობისთვის უანგაროდ სიცოცხლის გამღებო ჯეელებო და ქალბატონებო სახლში იჯექით, ფეის-ბუქში „ღრიალით" მოიკალით პატრიოტული ხვაშიადი და, ამ დროს, პაატა ქველმოქმედი და მასთან შეკრებილი ორსტანდარტოსანი ადამიანები, კიდევ ერთხელ გაყვლეფენ საქართველოს და თავ-გზას აუბნევენ ქართველ მოსახლეობას!..

 

 

ბურჭულაძე, ვერ განმეორდები, შენ, არც ბიძინა ივანიშვილი ხარ და არც - პავაროტი!.."- წერს მერაბ შათირიშვილი.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი